მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Skype 3.8

სამყაროს მოევლინა ცნობილი ინტერნეტ ტელეფონის ახალი 3.8 ვერსია, დიდი ცვლილებები არ მომხდარა, შეიძლება ითქვას რომ არც არაფერი არ დაეტყო, თუმცა უსაფრთხოების მოყვრულებს ვურჩევ გადმოწერონ :)



=შესავალი=
იყო ძველი დრო და საკონტაქტოდ მარტო ჩატის irc სერვერები თუ არსებობდა და რათქმა უნდა ელ ფოსტა. ეს იყო შორეულ 90 წლების დასაყისში, უკვე 90 წლების დასაყისში გაჩნდა ე. წ. მესინჯერები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ხალხს დაუყოვნებლად ტექსტური მესიჯების მიმოცვლას, irc-ს გან გასხვავებით ეს სერვისი ორიენტირებული იყო პირად საუბარზე და ამასთან ერთად შესაძლებელი იყო ფაილების მიმოცვლაც სერვერის ჩარევით. ცაოტახანში გაჩნდა ქსელი KAZZA, რომელიც ფაილების მიმოცვლის საშუალებას იძლეოდა სერვერის ჩაურევლად პირდაპირ კომპინდან კომპზე, ამას დაერქვა P2P (პე თუ პერ) პროტოკოლი, ამ პროტოკოლის საფუძველზე იგივე KAZZA-ს ავტორებმა შექმნეს ინტერნეტ ტელეფონი Skype, რომელიც ეხლა ერთერთ აუცილებელ პროგად იქცა ;-)
რეალურად პირველი ასეთი ტელეფონი, რომელშიც ვებ კამერას გამოყენებაც კი შეიძებოდა იყო Microsoft Net Metting-ი, რომელიც ხარისხით ვერ გამოირჩეოდა და გავრჩელება ვერ ჰპოვა, მისგან გასხვაებით კი Skype-ს კარგი ხარისხი ჰქონდა და ინტერნეტ ტელეფონის სინონიმადაც იქცა ;-)
მოგვიანებით შესაძლებელი გახდა ვიდეო ზარების განხორიცლებაც (2,x ვერისნბიდან), კონფერენციის გამართვა და სხვა.
=შესაძლებლობები=
Skype-ის თამედროვე ვერსიებს, რა თქმა უნდა შეუძლია ერთმანეთში დაკავშირება (დარეკვა), ჩატი, ფაილის გაგზავნა SSL რეჟიმში, როგორც დარეკვის ასევე ჩატის დროს კონფერენცია, ვებ კამერით ჩვენება, ზარის გადამისამართება სხვა Skype-ის ანგარიშზე და სხვა საინტერესო ფუნქციები, ასევე ბოლო ვერიას დაემატა პლაგინების მენეჯერი.
=ფასიანი შესაძლებლოები=
Skype-ი ვრცელდება, როგორც უფასო (freeware), ასევე ფაისიან ვერსიებად (PRO).
ფასიან ვერიას უფასოსგან გასხვებით შეუძლია დედამიწის 99%-ის ყველა რეალურ ტელეფონზე დარეკვა, მოკლეტექსტური SMS-ის გაგზავნა, ავტომოპასუხის დაყენება და სხვა. ეს სილამაზე რომ შეიძინოთ დაგჭირდებათ Web Money, საიდანაც ანგარიშზე უნდა ჩარიცხოთ თანხა და მობილურის პრინციპით წუთობრივად ჩამოგალდებათ ნელნელა.
არსებობს მითი რომ ეს უფასოა, რაც ერთერთ სატელევიზიო რეკლამაშც იყო გაჟღერებული, თუმცა ეს ტყუილია :P, ასევე ვარეზები იტყუებიან და ვირუსებს აწერიებენ თავიანთ მსხვერპლებს, იუწყებიან რომ გატეხეს ეს დაცვა და უფასოდ შეგიძიათ საუბარი, რაც ასევე ტყულია, მოკლედ ერთი ვარიანტი გაქვთ უნდა იყიდოთ შესაბამისი ანგარიში, ან იყოთ Skype-ს ავტორის ნათესავი ;-)
=სისტემური მოთხოვნილებები=
Skype-ს სამუშაოდ ჭირდება Windows 2000/xp/Vista; Mac OS X v10.3.9 ან უფრო ახალი ან linux-ის ერთერთი ცნობილი დისტრო.
Skype-ისთვი საჭიროა მინიმუმ 1 Ghz-იანი პროცესორი, 256 მბ. RAM-ი, ხმის ბარათი და ინტერნეტი მინიმუმ 33,6 კბ/წმ სიჩქარით. ასევე დიკზე თავისუფალი ადგილი როგორც მინიმუმ 50 მბ.-ის რაოდენობით (იმედია ამდენი დაიტოვეთ ;-))
და Windows 2000/XP_SP1-ის შემთხვევაში საჭიროა DiretX 9.0c-ის დაყენება. ხოლო HD ვიდეოზარისთვის დაგჭირდებათ 384 კბ/წმ სიჩქარიანი ინტერნეტი, gelink ვის გაქვთ, კარგი ვებ კამერები დაითრიეთ და ეგაა :)

ოფიციალური გვერდი
გადმოწერა
შესაძლებლობები



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-01-2009, 17:47:00 | otosaxel
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.