მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7

ყველამ ვიცით, რომ Microsoft დიდი ხანია მუშაობს Windows-ის მომავალ ვერსიაზე. ამ ვერსიას უნდა ჩამოერეცხა Vista-ს (და შემდეგ Vista SP1-ის) სირცხვილი, გაეჩუმებინა შეტევაზე გადმოსული პინგვინები და მაკისტები (Get a Mac რეკლამების სერია - ბრრ, არ ვისურვებდი ბალმერად ყოფნას) და აღედგინა კომპანიის რეპუტაცია.

Windows 7 logo



ეს ყველაფერი სათქმელადაა ადვილი, თორემ ბევრი არც ელოდა, რომ გეითსის წასვლის შემდეგ (ექსცენტრული ბალმერის ხელში!) ასეთ კრიზისში მყოფი კომპანია რამე ინოვაციურს შექმნიდა, მაგრამ ცოტათი გავასწრებ თხრობას და გეტყვით, რომ გამოუვიდათ! ახლა კი განვაგრძოთ: 

საკმაოდ დიდი ხანი MS-ს თითქოს (რაღა თითქოს) ყურადღება გადაჰქონდა თავისი NUI-თი და Surfice Computing-ით, შემდეგ "I'm A PC" და "Life Without Walls" კამპანიებით (სხვათა შორის, მათი წამოწყება ზუსტად ეპლის Get A Mac სერიამ გამოიწვია), გზადაგზა კი წვრილ-წვრილ სიახლეებს ტენიდა, როგორიც იყო, მაგალითად, Windows Live სერვისების ბეტა ვერსიები ან კიდევ Windows 7-ის მაქსიმალურად შემოკლებული დემო ვიდეოები და "გამოჟონილი" "ინსაიდერული" ინფორმაციები დაუჯერებელ შესაძლებლობებზე.

ცოტა ხნის კი წინ მითქმა-მოთქმა გაიზარდა და, ბოლოს და ბოლოს, PDC 2008-ზე MS-მა წარმოადგინა Windows 7-ის მუშა ვერსია (სხვათა შორის, ზუსტად აქ გამოცხადდა, რომ ვერსიას ოფიციალურადაც ეს სახელი ექნებოდა, იქამდე მას ასე არაოფიციალურად იხსენიებდნენ) მართალია, Pre-Beta, მაგრამ მაინც მუშა. ეს ვერსია 200 GB-იან SSD მატარებლებთან ერთად (მმ!) უფასოდ დაურიგდათ კონფერენციის მონაწილეებს, გარეთ დარჩენილებს კი (ო, ასეთი ბევრნი ვიყავით!) ძალიან პოზიტიური განხილვები, რამდენიმე სკრინი თუ დემო ვიდეო და ისევ და ისევ ლოდინი შეგვრჩა.

Windows 7 Build 7000 screenshot

თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა - მალე "გაჟონა" Win7-ის PDC-ულმა ვერსიამ DVD საინსტალაციო დისკის სახით, რომელსაც შემდეგ კიდევ რამოდენიმე ბილდი მოჰყვა და ბოლოს, ტორენტებზე გამოჩნდა ვერსია (Build 7000), რომელიც, ჭორების მიხედვით, უნდა ყოფილიყო ნანატრი Win7 Beta1, ანუ რამდენადმე სტაბილური ვერსია, რომელთანაც (იდეაში) უკვე სერიოზულად მუშაობაც შეიძლება.

აღნიშნული ვერსია (თავად ვადასტურებთ) მართლაც (MS-ისთვის უჩვეულოდ) სტაბილური და დახვეწილია. ინტერფეისი სასიამოვნოდაა გაფორმებული, შემოტანილია რამდენიმე მართლაც რევოლუციური Look'n'Feel ელემენტი, დრაივერებთან პრობლემა თითქმის არ არის (გარდა ცალკეული ეგზოტიკური შემთხვევებისა), საერთო ჯამში სისტემა შეუდარებლად სწრაფად მუშაობს და რესურსებსაც ნაკლებად ტვირთავს. უკვე გასაგებია, რას აკეთებდა კომპანია მთელი ეს დრო ვისტას გამოსვლიდან.

გუშინ კი CES 2009-ზე სტივ ბალმერმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ჭორები მართალია და Build 7000 ბართლაც Win7 Beta1-ია. ის უკვე ხელმისაწვდომია MS-ის ტესტერებისთვის, ფართო აუდიტორიისთვის კი პარასკევს (ოკეანისგადაღმა დროით) გახდება ხელმისაწვდომი ოფიციალურ ვებ-გვერდზე.



მოკლედ, ბეტა ტესტირება დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც, დაველოდოთ სიახლეებს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-01-2009, 17:43:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

მე მაქვს Windows_Server_2008_R2_Beta_EN_(STD-ENT-DC) DVD დისკი მალე დავაყენებ ჩემს კომპზე და სამუდამოდ დავემშვიდობები XP! ვინდოვს 7 რა მოგახსენოთ არ ვიცი როგორია რა არი მგონი იგივე ნაგავია რაც ვისტა
23-02-2009, 20:32:10 | Levan13557

gearge, ჩავიწერე, დიდი არაფერი იგივე ვისტაა, მაგრამ აი 2008 სერვერი არის რაც არის :), მაგარი ვეშია :)

და დაერქვათ Viena, როგორც გეგმაში იყო დაჟე 2005-ში ვიცოდი, რომ გამოვიდოდა Vista, რომელიც უნდა ყოფილიყო შუალედური რგოლი win Vien-ამდე. თუ ეს გადაიდო.

დაჟე ქართულ სერვერებზეც გაჩნდა საეკეები ამიტომ რეპიდი არაა შაჭირო, თანა რც 24 ნაწილად არის დაყოფილი :), ეხლა აქ არ დავდებ იმ ვარეზის სახელს, თუ გინდა PM მომწერე :)

ისე ერთი კაია თავის დროზე longhorn-მა რომ დაყვინა, თორე რა აიტანდა WinFS-ს
10-01-2009, 21:50:56 | otosaxel

არა otosaxel, ვინდოზავრ 7-ი ვისტას კერნელზე იქნება აწყობილი, ნუმერაციის შემოტანა სახელების მაგივრად კი უბრალოდ აბსოლიტურად არა წარმატებული ვისტასგან დისტანცირებისთვისაა. იქმნება ილუზია რომ ახალი პროდუქტი სხვა იქნება, გვაჭმევენ რომ ის იქნება რაც რეალურად ჩაფიქრებული იყო ვისტასთვის ... რეალურად?! ჰეჰ, თვით განსაჯეთ როცა გამოვა, თუ ვერ ითმენთ, Microsoft Windows 7 Public "Pre-Beta" 1 Build 6.1.7000.0.081212-1400 (x86) უკვე მისაწვდომია საცალფეხო, წმინდა მაზოხისტური გზით (ჭიაყელასავით - რაც არის P - 24-ად დაჭრილი და რაპიდზე ატვირთული): http://softarchive.net/os/microsoft_windows_public_beta_build_x:124662.html გადაიჭერით ვენები სიხარულით და ბოლოს საჩუქრად: Windows 7 eXtreme Patch 1.0: http://softarchive.net/aio/windows_extreme_patch:125865.html რომელიც გაგიქრობძთ იმის გრძნობას რომ ბეტას იყენებთ :)
10-01-2009, 21:41:33 | gearge

windows 7, ჰმ სასაცილო სახელია და ვერ აღწერს იმ ვერსიებს რაც გამოარა M$-მა, ისე სასერვერო და სამომხმარებლო ვინდები გაიყო, ფაქტიურად ორი შტოა. მგონი წინ 9x/NT-ს ნაირი განხეთქილება გველის
10-01-2009, 18:18:21 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.