მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
L@nP@rty 2009

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო Mountain Dew და gITec-ი, რომლებმაც გადაწყვიტეს ქართველ ოვექლოქერთა საიტის, overclockers.ge-ს პროექტის, Lanparty-ს დასპონსორება. ასეთი მოვლენა საქართველოსთვის უცხო ხილია, ჩვენთან Lanparty პირველად ტარდება. როგორც ყოველთვის, კომპინფო აშუქებს საქართველოს ფარგლებში ჩატარებულ გამოფენებსა და ღონისძიებებს, რომლებიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ეხება. შესაბამისად, გავაშუქებთ L@nP@rty 2009-საც.

Lanparty - ეს არის ღონისძიება რომელიც რეგულარულად ტარდება საზღვარგარეთ და სარგებლობს ძალიან დიდი პოპულარობით. იგი გულისხმობს კომპიუტერული ტექნიკის მოყვარულების შეკრებას თავისი სისტემების საჩვენებლად და აჩქარებისა თუ gaming კონკურსებში მონაწილეობის მიღებას.
ეს ღონისძიება ჩატარდება ინტერნეტ კაფე: WEBER-ში (მის.: მ. კოსტავას 18)
გაითვალისწინეთ რომ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წამოიღოთ თქვენი სისტემა (კომპიუტერი), მხოლოდ Case-ს, ყველაფერ დანარჩენს ჩვენ ვუზრუნველყოფთ (Monitor, Keyboard, Mouse).



გასათამაშებელი პრიზები


  • ჩემპიონატი "Gaming"-ში


31 იანვარს გაიმართება ჩემპიონატი "Gaming"-ში. Gaming ჩემპიონატი ჩატარდება რამოდენიმე ქსელურ თამაშში. საჭირო იქნება ყველა მთგანში ქულების დაგროვება რათა საბოლოო ჯამში ყველაზე მეტი ქულა ქონდეს. ქულების ჯამური მაჩვენებლით გამოვლინდება 1, 2 და 3 ადგილების მფლობელები. ქულათა განაწილება შემდეგნაირია:


• World In Conflict (RTS) 60 წუთი
პირველი - 6 ქულა, მეორე - 4 ქულა, მესამე - 2 ქულა,
• Call of Duty 4 (FPS) 35 წუთი
პირველი - 10 ქულა, მეორე - 7 ქულა, მესამე - 6 ქულა, მეოთხე - 4, მეხუთე - 2
• Race Driver GRID 35 წუთი
პირველი - 8 ქულა, მეორე - 6 ქულა, მესამე - 4 ქულა, მეოთხე - 2

Gaming-ში პრიზები შემდეგნაირად განაწილდება:

1. Revoltec GamePad FIGHTING ADVANCED
2. Sharkoon Rush Mouse (GAMING LASER MOUSE)
3. Revlotec LIGTHPAD PRECISION

  • ჩემპიონატი "Overclocking"-ში


მონაწილეები დაიყოფიან 3 კატეგორიად. კატეგორიების დაყოფა მოხდება კომპიუტერული ტექნიკის საფასურის მიხედვით. ეს გამოავლენს საუკეთესო კომპიუტერებს თავის ფასში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კომპიუტერულ სამყაროში დღევანდელ დღეს. ანუ განისაზღვრება საუკეთესო კომპონენტების კომბინაცია რომელიც იძლევა საუკეთესო მაჩვენებელს შეფარდებაში ფასი/სიმძლავრე.
კომპიუტერების ფასები დადგინდება რეგისტრაციისას . კომპიუტერის ფასში არ შევა დამატებითი გაგრილების სისტემები და სხვადასხვა აქსესუარები გალამაზებისათვის აგრეთვე არც მონიტორის საფასური. მხოლოდ მთავარი კომპონენტები: დედაპლატა, ვიდეო დაფა, ოპერატიული მეხსიერება და პროცესორი.
პირველი კატეგორია : Low-End, რომელიც გულისხმობს კომპიუტერს რომლის ფასი არ აღემატება 500$-ს. მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ხერხი სისტემის გასაგრილებლად.
ამ კატეგორიაშ მონაწილეები შეეცდებიან აჩვენონ საუკეთესო შედეგი კომპიუტერის სისწრაფის განმსაზღვრელ პროგრამებში. ამისათვის გამოყენებული იქნება დღეს დღეობით ყველაზე პოპულარული პროგრამები როგორიცაა: 3Dmark06, 3Dmark05, SuperPi 1M, Everest Memory Benchmark და Fritz Chess Benchmark. ყველა პროგრამისთვის იქნება დროის ლიმიტი. თითო ბენჩმარკში გამარჯვებისათვის მონაწილეები მიიღებენ ქულებს და ქულების ჯამის შედეგად გამოვლინდება ამ კატეგორიის გამარჯვებული.

• SuperPi (1M) 20 წუთი
პირველი ადგილი - 5 ქულა, მეორე - 3 ქულა, მესამე - 2 ქულა
• 3Dmark06 (Default) 30 წუთი
პირველი ადგილი - 6 ქულა, მეორე - 4 ქულა, მესამე - 3 ქულა
• 3Dmark05 (Default) 30 წუთი
პირველი ადგილი - 6 ქულა, მეორე - 4 ქულა, მესამე - 3 ქულა
• Everest (Memory) 20 წუთი
პირველი ადგილი - 5 ქულა, მეორე - 3 ქულა, მესამე - 2 ქულა
• Fritz Chess Benchmark 15 წუთი
პირველი ადგილი - 4 ქულა, მეორე - 3 ქულა, მესამე - 2 ქულა

Low-End კატეგორიაში გამარჯვებულებს პრიზად გადეცემათ:



1. AMD/ATI Radeon HD4830 512Mb
2. Zalman CPU Cooler CNPS7500-CU LED
3. VGA Cooler Zalman Fatal1ty FS-V7

მეორე კატეგორია: Mid-End. ამ კატეგორიის კომპიუტერის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 800$-ს. აქაც ზუსტად იგივე პროგრამებში მოხდება კომპიუტერის ტესტირება და ზუსტად ისეთივე შეფასების სიტემა იქნება გამოყენებული როგორც Low-End კატეგორიაში.

Mid-End კატეგორიაში გამარჯვებულებს პრიზად გადეცემათ:



1. Asus P5Q-E Motherboard
2. Mushkin XP2-8500 2x2Gb Kit 1066MHz
3. CPU Cooler Scythe Mugen
4. Team Xtreem PC-6400 2x512MB (Micron D9GMH) Kit 800MHz

მესამე კატეგორია: High-End. ამ კატეგორიაში მონაწილეობას მიიღებენ ყველაზე ძლიერი კომპიუტერები, აქ ფასის ლიმიტი აღარ იქნება. სხვა კატეგორიების მსგავსად აქაც იგივე შეფასების სისტემა იქნება მცირე განსხვავებით. აქ აუცილებელია ოპერაციული სისტემა იყოს Windows Vista, გარდა ამისა 3Dmark05-ს შეცვლის 3Dmark Vantage.

Hig-End კატეგორიაში გამარჯვებულებს პრიზად გადეცემათ:



1. Lian-Li Special Case + Revoltec Air Cooling
2. AMD/ATI Radeon HD4870 OC Edition 1GB Zerotherm Cooling
3. Creative Sound Card Gamer Extreme


Overclocking ჩემპიონატზე გამოსასვლელად საჭირო Soft-ი!
დაიშვებიან მონაწილეები ბენჩმარკების მხოლოდ ამ ვერსიებით!
გადმოსაწრეი ბმული (შედის: SuperPI, CPU-Z, Everest, Fritz Chess):
Download


Download 3dmark05/06
Download From Avoe 3dmark05
CN: JZB6V-3LQB1-KDLZ0-YH6WK (3dmark05)
Download From Avoe 3dmark06
CN: 3DM06-YKJ2Q-5MFRR-XNPEB-JNPJ6-PDX6Z (3dmark06)
Files.ge
http://files.ge/file/73958/3dmark-06-rar.html

Download 3D Mark Vantage (მარტო High-End მონაწილეებისათვის) :
http://files.ge/file/233616/3DMark-Vantage...kvdila-exe.html
3DMark Vantage Professional v1.0 KeyGen:
http://www.link.ge/file/31716/3DMark-Vanta...KeyGen.rar.html
Advance Edition Crack:
http://www.link.ge/file/31717/Advance-Edition-Crack.rar.html

Gaming ჩემპიონატისთვის საჭირო თამაშები


წესები:
• ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებისათვის მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ Overclockers.ge -ზე.
• ერთი და იგივე პიროვნება მონაწილეობას ვერ მიიღებს რამოდენიმე კატეგორიაში.
• ერთი და იგივე პიროვნებას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ერთდორულად Gaming და Overclocking ჩემპიონატში.
• არ დაიშვება კომპიუტერული კომპონენტების გამოცვლა.
• კომპიუტერების ფასები დადგინდება რეგისტრაციისას . კომპიუტერის ფასში არ შევა დამატებითი გაგრილების სისტემები და სხვადასხვა აქსესუარები გალამაზებისათვის აგრეთვე არც მონიტორის საფასური. მხოლოდ მთავარი კომპონენტები: დედაპლატა, ვიდეო დაფა, ოპერატიული მეხსიერება და პროცესორი.
• მონაწილეობის მიღების მსურველებს უნდა ქონდეთ მყარ დისკზე უკვე დაყენებული შემდეგი პროგრამები: 3Dmark06, 3Dmark05, SuperPi 1M, Everest Memory Benchmark და Fritz Chess Benchmark.
• Hing-End კატეგორიაში აუცილებელია მონაწილეებს ქონდეთ Windows Vista და 3Dmark Vantage ზემოთხსენებულ პროგრამებთან ერთად.
• რომელიმე ზემოთხსენებული წესის დარღვევის შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ჩემპიონატიდან.
• ტესტისთვის გამოყოფილ დროში შედეგის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს 0 ქულას.
• შედეგის დასაფიქსირებლად მონაწილემ ხელი უნდა აწიოს და დაელოდოს ჟიურის წარმომადგენელს.
• დაფიქსირებული შედეგის გადასწორება არ დაიშვება.
• ჩემპიონატის ორგანიზატორების მონაწილეობა დაიშვება კონკურსგარეშე.


ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყება 24 იანვარს

რაც შეეხება, გადასახადს - LanParty-ზე დასწრება უფასო იქნება, მონაწილეობის მიღებისთვის კი მინიმალური ფასი იქნება დაწესებული, რომელიც საშუალოდ 10 ლარი იქნება.


P.S. მე ორგანიზატორებში გავდივარ, შესაბამისად, მონაწილეობას ვერ ვიღებ LanParty-ში. სამაგიეროდ, კომპინფოელებს გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ამ ღონისძიებაში, თქვენც გაერთობით და ვინ იცის, იქნებ გვასახელოთ კიდეც :) წარმატეტებებს გისურვებთ!



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-01-2009, 10:40:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2


გამოხმაურება

ვაა, ძალიან კარგია.

წარმატებებს გისურვებთ.
24-01-2009, 15:03:30 | Plastic-6

კაია,

კარგია მსგავსი რამეების "მოწყობა"
23-01-2009, 22:46:22 | BioHazard

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.