COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Q6600-ს საბოლოოდ 2009 წლის მეორე კვარტალში დავემშვიდობებით

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1898


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Q6600-ს საბოლოოდ 2009 წლის მეორე კვარტალში დავემშვიდობებით
Q6600-ს საბოლოოდ 2009 წლის მეორე კვარტალში დავემშვიდობებით

Intel-ის ლეგენდარულ პროცესორს, Q6600-ს 2009 წლის მეორე კვარტალში (სავარაუდოდ, კვარტლის ბოლოს) დავემშვოდობებით. Q6600-ის წარმოების დასრულებისთვის განაცხადი მარტში გაკეთდება, მეორე კვარტლის ბოლოს კი ინტელის ქარხნებში ეს პროცესორი აღარ დამზადდება.

მიუხედავად იმისა, რომ Q6600 დამზადებულია 65 ნმ ტექნოპროცესით, იგი დღესაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მყიდველებში და ღირსეულ კნკურენციას უწევს Q8XXX სერიის ახალ პროცესორებს. Q6600 არის სამომხმარებლო ბაზარზე გათვლილი ის პროცესორი, რომელიც ინტელმა ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა.

რაც შეეხება Q6600-ის უფროს ძმას, Q6700-ს, რომელიც 2.66 გჰც სიხშირეზე მუშაობს, მისი წარმოება ამა წლის თებერვლის ბოლოს, ანუ ამ თვეში შეწყდება. ამწუთას ალბათ ბოლო პროცესორები ტოვებენ ინტელის ქარხნებს :)

2009 წელს კი 4-ბირთვიანი პროცესორების ბაზარს ახალი 45 ნმ ტექნოპროცესით აწყობილი Yorkfield ბირთვზე ბაზირებული პროცესორები შეავსებენ მთლიანად.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-02-2009, 00:54:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.