მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Geforce GTX 280M, 260M და GTS160 CeBIT-ზე იქნება წარმოდგენილი
Geforce GTX 280M, 260M და GTS160 CeBIT-ზე იქნება წარმოდგენილი

მსოფლიოს უდიდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოფენა CeBIT-ზე კომპანია Nvidia გეგმავს წარმოადგინოს 3 ახალი გრაფიკული ჩიპი - Geforce GTX 280M, 260M და GTS160 - რომლებიც მობილური პლატფორმებისთვისაა გათვლილი.

Geforce GTX 280M და 260M დაფუძნებულია G92b 55 ნმ ტექნოპროცესით დამზადებულ ბირთვებზე. ორივე ვიდეო დაფა აღჭურვილია 256-ბიტიანი მეხსიერების არხით.

Nvidia-ს განმარტებით, Geforce GTX 280M 30%-ით სწრაფი იქნება კონკურენტის Mobility Radeon HD 4870-თან შედარებით და წარმადობაში ლიდერობას კვლავ Nvidia-ს დაუბრუნებს. ახალი ვიდეოჩიპი, ცხადია გაცილებით სწრაფი იქნება Geforce 9800 GTX M-თან შედარებითაც. რაც შეეხება Geforce 260M-ს, იგი კონკურენციას გაუწევს Mobility Radeon 4850-ს, ხოლო GTS 160M შეებრძოლება Mobility Radeon HD 4670-ს.

ახალი ჩიპების გამოყენება უკვე დაწყებულია და ნელ-ნელა ბაზარზე ახალი ლეპტოპებიც ჩნდება, რომლებშიც Nvidia-ს ახალი ვიდეოჩიპებია გამოყენებული.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-02-2009, 18:21:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.