მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
PrinterShare
PrinterShare

მართალია, იშვიათია შემთხვევები, როცა საქართველოდან ინდონეზიაში ფაილის ამობეჭდვა გვინდა, მაგრამ ხშირადაა საჭირო ფაილის კომპიუტერიდან ქსელში ჩართულ სხვა კომპიუტერთან მიერთებულ პრინტერზე დაბეჭდვა. როგორც წესი, ამის გაკეთება ორნაირად შეიძლება - ვდგებით და რაიმე ციფრული მატარებლით მიგვაქვს ეს ფაილი შესაბამის კომპთან, ან ვგზავნით სკაიპისა თუ ელ-ფოსტის გამოყენებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე გზა მოუხერხებელია. განა უკეთესი არ იქნებოდა, ერთი წკაპით ამოგვებეჭდა ფაილი ქსელში ჩართულ კომპთან მიერთებულ პრინტერზე ან - კიდევ უკეთესი - ნებისმიერ პრინტერზე მსოფლიოში? აქ ერთი პატარა, მოსახერხებელი პროგრამა დაგვჭირდება.



PrinterShare შექმნილია, როგორც შუამავალი ორ ნებისმიერ ინტერნეტში ჩართულ კომპს შორის მსოფლიოში. მოქმედების პრინციპი მარტივია - დაინსტალირების შემდეგ პროგრამა ქმნის ვირტუალურ პრინტერს თქვენს სისტემაში და გარეგისტრირებთ თქვენ თავის სისტემაში. პროგრამის მთავარი ფანჯრიდან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სისტემის სხვა მომხმარებლებს და გაუზიაროთ მათ თქვენი პრინტერი ან, პირიქით, თქვენთან დაამატოთ მათი პრინტერები.

PrinterShare Program

შემდეგ ყველაფერი მარტივია - Print Dialog-ში ირჩევთ PrinterShare პრინტერს, ის კი გაგზავნინებთ ფაილს სასურველ პრიოვნებასთან, მეორე მხარეს, იმ პიროვნებას საკუთარი PrinterShare შეატყობინებს, რომ მოვიდა ფაილი თქვენგან და მას შეეძლება ერთი წკაპით ამობეჭდოს ის. ასევე მხარდაჭერილია თქვენი "თეთრ სიაში" ჩამატება, რის მერეც თქვენგან მისული ფაილები ავტომატურად დაიბეჭდება. და რაც ყველაზე მოსახერხებელია -არსებობს პროგრამის Windows, Linux და Mac ვერსიები, უნივერსალური ხელსაწყოა.

მოკლედ, Net-aware პრინტერები ნამდვილად ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ არსებობს უფასო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩვეულებრივ პრინტერთან ერთად ზემოაღნიშნულის მაგივრობას მშვენივრად გაგიწევთ.

პროგრამას ორი მინუსი აქვს: პირველი - მისი პრინციპიდან გამომდინარე, პრინტერთან უშუალოდ მიერთებული კომპი ჩართული უნდა იყოს და მეორე - პროგრამის უფასო ვერსია ყველა გაგზავნილ ფაილს თან ატანს პირველ გვერდს, რომელზეც მხოლოდ რეკლამებია ჩამოწერილი. ჯამში ფაილზე ეს არ მოქმედებს, უბრალოდ ერთი ფურცლით მეტის ამობეჭდვამოგიწევთ. ფასიანი ვერსია წლიურად 19.95 მარადმწვანე დაგიჯდებათ.

ესეც ბმულები:

PrinterShare - ოფიციალური გვერდი

PrinterSshare - ჩამოტვირთვების გვერდი

PrinterShare: for Windows (v1.0) | for Linux (v0.0.8 Beta) | for Mac (v0.1.30 Beta)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-02-2009, 20:10:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ვარეზს შევეშვით ძირითად საიტზე, კრეკები თქვენ იპოვნეთ ეხლა :D
25-02-2009, 13:35:51 | Power_VANO

მართლა აუცილებელი რაღაცაა ჩემთვის საღოლ, მაგრამ იქნებ სრული ვერსიაც გაგეჩითა
25-02-2009, 13:16:29 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.