მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Apple Safari
Apple Safari

Apple-მა გამოუშვა თავისი ბრაუზერის ძალიან საინტერესო ცვილლებებით დატვირთული მე-4 ვერსიია ბეტა ბილდი. ცვლილებები შემდეგია:



  • JavaScript ძრავი 4-ჯერ სწრაფი გახდა! ეს წინა ვერსიასთან შედარებით, თორემ IE7-თან შედარებით ის 30-ჯერ სწრაფადაც ამუშავებს Javascript კონტენტს.
  • Top Sites - იგივე შელამაზებული Opera-ს Speed Dial
  • სრული ძებნა ისტორიაში - ეძებს ყველაფერს, ბმულების, სათაურების, მისმართების და უბრალო ტექსტის ჩათვლით
  • Cover Flow - ეს სტილი iPod-იდან მთელ სავაშლეთს მოედო,ნამდვილად არაა გასაკვირი ამ ფუნქციის ბრაუზერში გამოჩენა
  • Tabs on Top - საკმაოდ მოხერხებულია, ფანჯრის ზედა დეკორაციული ზოლი (ის, რომელზეც მოთავსებულია ჩაკეცვის, გადიდების და დახურვის ღილაკები) ახლა მთლიანად ათვისებულია და იქ ტაბებია განთავსებული, ნამდვილად მოსახერხებელია - იზრდება გვერდისთვის გამოყოფილი სივრცე
  • Smart Address Field - იგივეა, რაც IE-ს AutoComplete,ავტომატურად გივსებთ ნახევრად დაწერილ მისამართს მეხსიერებაში შენახული ყველაზე მსგავსი მისამართით
  • Smart Search Field - საკმაოდ საინტერესო სიახლეა, მისამართის ველის გვერდით მოთავსებულია Google-ით ძებნის ველი, რომელიც ავტომატურად გამოსახავს პოტენციურად თქვეთვის საინტერესო საძიებო ფრაზებს ბეჭდვის პროცესში, ეყრდნობა ისევ და ისევ მეხსიერებას
  • გვერდის მასშტაბირების "ჭკვიანი" სისტემა, მაქსიმალურად ინარჩუნებს გვერდში კონტენტის განლაგებას მასშტაბირებისას
  • ჩაშენებული Developer Tools ვებ-დეველოპერთათვის
  • პროგრამა უფრო ბუნებრივად გამოიყურება Windows-ის ქვეშ

 

Apple Safari v4.0 Beta

როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი კარგი ცვლილებაა, მართალია, მათგან ცოტა თუა ინოვაციური, ბრაუზერი, უბრალოდ, ეწევა კონკურენტებს. ერთადერთ სასიამოვნო სიურპრიზად ახალი, აჩქარებული Javascript ძრავი შეიძლება ჩაითვალოს, ის ზუსტად ისე სწრაფია, როგორც Apple-ში წერენ და ნამდვილად სასიამოვნო გავლენას ახდენს ბრაუზინგზე.

და ბოლოს, ჩამოსაქაჩი ბმული ოფიციალური საიტიდან:

Apple Safari v4 Beta @ Apple.com



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-02-2009, 01:35:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ობიექტური განხილვა ვერ დაგიწერია კაცს, ეგრევე ღალატს დაგაბრალებენ :D არ მიღალატია, უბრალოდ აშკარად უკეთესი შედეგები აქვს Safari-ს ბენჩმარკებში :) თუმცა ბრაუზინგისას ძალიან ვერ ვიგრძენი ეს, რამოდენიმე ყველაზე პოპულარული, განსხვავებული კონტენტის და ზომის საიტი გავხსენი ერთდროულად და თითქმის ერთნაირად მოქმედებდნენ :) ის კი არა, Safari-მ დააგვიანა კიდეც ცოტა დიდი საიტების გახსნა (მათ შორის Microsoft.com-ისა :-)).

Power_VANO
არა, მე-4 ვერსია ამუშავებს 30-ჯერ სწრაფად :) 120 მართლა ძალიან გაბახება იქნებოდა IE-სთვის :D
26-02-2009, 11:11:04 | domen

დომენ ოპერას ხომ არ უღალატე????
არა რა ვერანაირი ბრაუზერი ვერ ამაღებინებს ხელს საყვარელ ოპერაზე, რაც ნაკლოვანებები აქვს IE ავსებს, ასე რომ ვანო, მეც მცირედ IE-ღოველი ვარ
25-02-2009, 13:20:06 | Gio_kiborg

ანუ რა უნდა ეპლს თქვას, რომ 120-ჯერ სწრაფად ამუშავებს საფარი ჯავასკრიპტს, ვიდრე IE7?

კი, ბატონო, IEღოველი ვარ :D მაგრამ ძალიან იერალურად ჟღერს ჯავასკრიპტის 120-ჯერ სწრაფად დამუშავება.
25-02-2009, 11:05:57 | Power_VANO

რა ენაღვლებათ, კიდევ გაუზრდიათ ზომა

მიუხედავად ამისა, მაინც მიყვარს ეს ბროუსერი. :)
25-02-2009, 10:15:41 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.