მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Skype - საინტერესო ფაქტები
Skype - საინტერესო ფაქტები

მოკლედ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და საკვირველ ფაქტს Skype-ის სტატისტიკიდან:

 

  • Skype დაარსდა 2003 წლის აგვისტოში და დღეს უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს ინტერნეტ-კომუნიკაციების დარგში
  • Skype-ის მთავარი ოფისი განთავსებულია ლუქსემბურგში, ფილიალები კი გახსნილია ევრაზიასა და შეერთებულ შტატებში
  • Skype შეიძინა Ebay-მ 2005 წლის ოქტომბერში


  • 2006 წლის მონაცემებით, დიდ მანძილზე განხორციელებული ზარების 4.4% Skype-ზე მოდიოდა, რაც დაახლოებით 14 მილიარდი წუთია. 2008 წლის მონაცემებით, ინტერნაციონალური ზარების 8%-ს Skype ემსახურებოდა.
  • პიკის საათებში Skype ქსელი ერთდროულად დაახლოებით 14 მილიონ მომხმარებელს და 300,000 ზარს ემსახურება.
  • 2008 წელს Skype მილიარდჯერ ჩამოქაჩეს
  • ყოველ ორ კვირაში დარეგისტრირებული ახალი მომხმარებლების რიცხვი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე მეტია! Skype დღეში 380,000 მომხმარებლით იზრდება!
  • სულ ცოტა ხნის წინ, დაარსებიდან ხუთი წლის თავზე Skype-მა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს - ქსელში 15 მილიონი მომხმარებელი ერთდროულად იყო ჩართული

skype v4.0

ამ კრიზისის პირობებშიც კი Skype-ის მოგება მყარად იზრდება, 2008 წლის მეოთხე კვარტალში ის 45 მილიონის ტოლი გახლდათ. ასევე, Skype და მისი პარტნიორები (ჯამში მათი რაოდენობა 90-ს შეადგენს) აწარმოებენ დამატებით ფიზიკურ მოწყობილობებს პროგრამული უზრუნველყოფისათვის, Skype-ისთვის შექმნილი დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის რაოდენობა კი დაახლოებით 300-ია. პროგრამა ამ დროისთვის ლოკალიზებულია 28 ენაზე და გამოიყენება მთელ მსოფლიოში.

და ბმულების ნაკრები ბოლოსთვის:

Skype - ოფიციალური ვებ-გვერდი

Skype - ჩამოტვირთვების გვერდი

Skype Extras



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-02-2009, 18:03:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

კარგი ნიუსია,
სკაიპი კი - ზე-პროგრამა. თუმცა, მხოლოდ სატელეფონო ზარებისთვის. Instant-ისთვის სხვა მესინჯერებიც არსებობს. :) მე ყოველშემთხვევაში, სკაიპი საამისოდ არ მომწონს.

ადრე ვოოოოფშემც არ მიყვარდა, მაგრამ იმ ორ წელიწადში, როდესაც გადაფრენა-გადმოფრენაში ვიყავი, მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ტარიფების გამო. თორე, ეგრე ტელეფონიც არსებობს
26-02-2009, 13:40:35 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.