მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
EVGA X58 SLI Classified
EVGA X58 SLI Classified

კომპანია EVGA აპირებს გამოუშვას ახალი დედა დაფა X58 SLI Classified. იგი განკუთვნილი იქნება ულტრა ჰაი-ენდ სეგმენტისთვის და მაქსიმალურად იქნება მორგებული ენთუზიასტებისა და ოვერქლოქერების საჭიროებაზე. კომპანია უკვე აქტიურად ეწევა დედა დაფის რეკლამირებას და რამდენიმე წინასწარი შედეგიც უკვე დაიდო.

რაც შეეხება დედა დაფის ტექნიკურ მახასიათებლებს, იგი აღჭურვილია სრულყოფილი 3-way SLI nForce 200 x16/x16/x16-ის მხარდაჭერით. X16 სლოტებს ზემოთ განთავსებულია PCI-E x1 სლოტიც. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა ადვილად ააწყოთ 3-Way SLI + PhysX + აუდიო დაფა კონფიგურაცია.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



დამატებით სასიამოვნო და ძალიან სასარგებლო დეტალია PCI-E სლოტების ჩამრთველ/გამომრთველები. ისინი განლაგებულია ყველა PCI-E სლოტტთან და საშუალებას იძლევა ვიდეო დაფა გაითიშოს ისე, რომ დედა დაფიდან მისი ამოღება საჭირო არ იქნება.

გადამუშავდა პროცესორის კვების მიწოდების სისტემაც, რომელშიც ახალი ESR და ESL კონდენსატორბი გამოიყენება და უზრუნველყოფს პროცესორისთვის უფრო სუფთა ძაბვის მიწოდებას.

ასევე, გამოყენებულია ახალი, მაღალი ხარისხის სოკეტი, რომლის პინებიც აღჭურვილია 3-ჯერ იმაზე მეტი ოქროთი, ვიდრე ჩვეულებრივი სოკეტები. ეს დაბალ წინაღობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება პროდუქტის გამოსვლის დროს, იგი თებერვლის ბოლოდან გადაიდო მარტის მეორე კვირამდე. კომოანიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს საჭირო გახდა რამდენიმე ფუქნციის დასამატებლად და ბიოსის დასახვეწად. წინასწარი შედეგების მიხედვით, EVGA X58 SLI Classified ლიდერი უნდა იყოს X58 ჩიპსეტზე დაფუძნებულ დედა დაფებზე.

ესეც დამატებითი სურათები:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-02-2009, 17:51:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.