მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD Phenon II X3-ის მეოთხე ბირთვის ამუშავება შესაძლებელია!
AMD Phenon II X3-ის მეოთხე ბირთვის ამუშავება შესაძლებელია!

ალბათ გსმენიათ AMD-ს Phenon II X3 პროცესორების შესახებ და ისიც იცით, როგორ მზადდება ისინი. ოფიციალურად, Phenon II X3 პროცესორები მზადდება Phenon II X4 წუნდებული პროცესორებისგან, რომლებშიც 1 ბირთვი არასტაბილურია ან დაზიანებულია. AMD ამ წუნდებულ ბირთვს თიშავს და მიიღება სამბირთვიანი პროცესორი.

2 დღის წინ კორეული საიტის Playwares.com-ის გვერდებზე გამოჩნდა სენსაციური ინფორმაცია - საიტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Phenon II X3-ის მეოთხე ბირთვის გააქტიურება ბიოსიდან იყო შესაძლებელი. მათ გამოიყენეს Biostar TA790GX დედა დაფა, თუმცა განაცხადეს, რომ იმავეს გამეორება შესაძლებელია ნებისმიერი დედა დაფით, რომელზეც გამოყენებულია 790GX + SB700 ჩიპსეტების კომბინაცია. როდესაც გაქვთ შესაბამისი დედა დაფა და პროცესორი, საჭიროა ბიოსში მხოლოდ ერთი ცვლილების გაკეთება - Advanced Clock Calibration-ი უნდა დააყენოთ Auto პარამეტრზე.

Playwares.com-მა ტესტირებისთვის გამოიყენა AMD Phenom II X3 710 პროცესორი, რომელიც ამ ცვლილების შემდეგ ბიოსის მიხედვით, გახდა AMD Phenom II X4 10 :)

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



როგორც ვინდოუსმა, ასევე CPU-Z-მა ამოიცნეს მეოთხე ბირთვი და Playwares.com-ის წარმომადგენლებმა შეძლეს Prime95 და 3DMark06 CPU ტესტებიც გაეტარებინათ. რაც მთავარია, მეოთხე ბირთვის გამოჩენით წარმადობა გაიზარდა, რაც ცხადია, შესანიშნავია, როცა თქვენ მხოლოდ 3 ბირთვისთვის გადაიხადეთ ფული :)

თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა თქვენი მცდელობა წარუმატებელი იქნება. ყველა X3 პროცესორის ოთხბირთვიანად გადაკეთება შეუძლებელია, რადგან ბევრში მეოთხე ბირთვი ან ძალიან არასტაბილურია, ან საერთოდ არ მუშაობს. ასევე, შესაძლებელია, მეოთხე ბირთვი სისტემის აჩქარებისას გარკვეულ ლიმიტს წააწყდეს. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად, ცხადია, არაა :) როგორც ჩანს, ბაზარზე დიდი მოთხოვნის გამო AMD-ს მოუწია ზოგიერთი მუშა X4 პროცესორის X3-ად გადაკეთება. სწორედ ამ პროცესორებზე მუშაობს საუკეთესოდ აღნიშნული მეთოდი.

ეს მეთოდი წარმატებით მუშაობს სხვა მწარმოებლების დედა დაფებზეც - უკვე არსებობს დასტური DFI-სგან, ASUS-ისგან, და Gigabyte-ისგან.

დღესდღეობით არსებული ინფორმაციით, ყველაზე წარმატებულად ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია 0904 ბათჩის მქონე პროცესორებზე.

ვინც X3 პროცესორის მფლობელი ხართ, აუცილებლად გადახედეთ შემდეგ ორ თემას XtremeSystems-ის ფორუმზე: პირველი თემა და მეორე თემა.

წარმატებებს გისურვებთ :)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-02-2009, 18:16:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.