EU მოქმედებას იწყებს
MS-ს, როგორც მონოპოლისტს, პირველი პრობლემები 1999 წელს გაუჩნდა აშშ-ს ფედერალურ სამსახურებთან, მალე საქმეში EU-ც ჩაერთო და იქიდან მოყოლებული, კომპანიამ 2.4 მილიარდი მარადმწვანე გადაიხადა სანქციებში. როგორც ვიცით, 2005 წელს კომპანიას მოუწია გამოეშვა Windows XP Edition N, რომელიც ჩვეულებრივი WinXP გახლდათ Windows Media Player-ის გარეშე. მართალია, პროდუქტი მალე ჩაიძირა გამომდინარე იქიდან, რომ იგივე ფასი ღირდა, რაც ჩვეულებრივი XP, მაგრამ მთავარი აქ პრენცენდენტი გახლდათ.
დღეიდან მონოპოლისტურ პრობლემებს კიდევ ერთი დაემატა - Opera Software-ის დიდი ხნის მცდელობის შედეგად EU-მ გადაწყვიტა, მოსთხოვოს MS-ს Windows-ში კონკურენტი ბრაუზერების ინტეგრირება. ერთი შეთავაზებული გზის მიხედვით,სისტემამა ინსტალაციისას მოხმარებელს უნდა აჩვენოს "ამორჩევის ეკრანი" (Ballot Screen), რომელზეც ამ უკანასკნელს საშალება მიეცემა, აირჩოს ერთი ან რამოდენიმე ბრაუზერი დასაინსტალირებლად. ასევე განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მსხვილი დისტრიბუტორები (DELL, Lenovo, HP, Asus ..) თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველზე შესთავაზებენ მომხმარებელს თავიანთ ბრენდ კომპიუტერებზე დაყენებულ სისტემას ამა თუ იმ ბრაუზერით (დაახლოებით ისე, როგორც დღეს Vista იყიდება სხვადასხვა ვერსიებად).
კიდევ მეტიც - EU აპირებს მოითხოვოს სხვა ბრაუზერებისთვის იგივე ინტეგრირების ხარისხი სისტემაში, როგორითაც IE სარგებლობს (და იმდენად სარგებლობს, რომ მისი ამოინსტალირება სისტემის სიკვდილის გარეშე საკმაოდ რთულია).
საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, ფორმალურად დარჩენილია MS-ის პასუხებისთვის მოსმენა, თუმცა, სავარაუდოა, რომ გიგანტი ვეღარაფერს შეცვლის. თუმცა, მის ხელში იქნება ინტეგრირების პროცესი და, სავარაუდოა, რომ ის იმდენად მოუხერხებელს გახდის სხვა ბრაუზერის არჩევას, რამდენადაც ამის შესაძლებლობა მიეცემა.
ბეჭდვითი ვერსია | 25-02-2009, 21:57:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
აბა MS-ს მართლა მაგრად წეწავენ, თან სისულელეების გამო, აბა WMP რა კონკურენტუნარიანი პლეერია ერთი მაგალითად??
არა, ისე Opera-ს თუ ჩააინტეგრებენ სისტემაში გაზრდილი უფლებებით ცუდი არ იქნება, მაგრამ მერე Update-ების საქმეც ისე უნდა მოაგვარონ როგორც IE-შია: ანუ ყოველი 9.X ვერსიის თავიდან გადმოწერა არ უნდა იყოს საჭირო, ხოლო როცა ვერსია მთლიანად შეიცვლება-კი ბატონო
FF ნაკლებად პერსპექტიული მეჩვენება ამ საქმეში, რადგანაც პლაგინების გარეშე დიდი ვერაფერი შვილია, არადა ბევრი კარგი პლაგინებისა 0.X ვერსიისაა, დიდი უმეტესობა კი AS IS-ით ვრცელდება ყოველგვარი გარანტიის გარეშე და მასეთი რაღაცეების სისტემაში ინტეგრირება გაუმართლებლად მიმაჩნია, ასევე გაუმართლებელია ამ პლაგინების გარეშე ინტეგრირებაც, მცოდნე ისედაც იმას აირჩევს რაც უნდა და ლ