მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ATI RV740-ის წარმადობის შედეგები გამოქვეყნდა
ATI RV740-ის წარმადობის შედეგები გამოქვეყნდა

მიუხედავად იმისა, რომ ATI საკმაოდ დიდხანს სდუმდა ახალი 40 ნმ ტექნოპროცესით დამზადებული ვიდეო დაფების შესახებ, საიტ Guru of 3D-მ (guru3d.com) მოახერხა და ხელში ჩაიგდო RV740 გრაფიკულ ჩიპზე აწყობილი ვიდეო დაფა. ერთი შეხედვით, იგი ძალიან ჰგავს RV770LE ბირთვს, მაგრამ აღსანიშნავია რამდენიმე ძირეული ცვლილება და გაუმჯობესება.

Guru of 3D-ს ტესტის მიხედვით, ახალი ბირთვი დამზადებულია 40 ნმ ტექნოპროცესით, აღჭურვილია 640 შეიდერ პროცესორით, 32 TMU-თი (Texture Units) და 16 ROP-ით (Render back-ends). ეს ყველაფერი იგივეა RV770LE-შიც. რაც შეეხება სიახლეებს, გაზრიდილია მეხსიერებისა  და ბირთვის სიხშირეები. ბირტვის სიხშირე გაიზარდა 575-დან 650 მჰც-მდე, ხოლო 1800მჰც-იანი GDDR3 მეხსიერება შეიცვალა 3200მჰც-იანი GDDR5-ით.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



მეხსიერების სალტე RV740 ბირთვში 128 ბიტიანია. ჯამში, ამ ყველაფრის შედეგად მიიღება დაახლოებით 900 გიგაფლოპი წარმადობა.

საინტერესოა ტესტირების შედეგები, სადაც RV740-ზე აწყობილი ვიდეო დაფა თითქმის ყველა ტესტში უკვე არსებულ Radeon HD4830-სა და HD4850-ს შორისაა. ტესტირება ჩატარდა Left 4 Dead, Far Cry 2, Crysis WARHEAD, Call of Duty 5: World at War, Brothers in Arms: Hell’s Highway და 3DMark Vantage-ში. აღსანიშნავია, რომ ვიდეო დაფის წარმადობა მაღალ რეზოლუციებზე საკმაოდ ეცემა, რაც გამოწვეულია 128 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისითა და მცირე ზომის, 512 მბ-იანი მეხსიერებით.

ჯერჯერობით უცნობია ოვერქლოქინგისა და ენერგომოხმარების მონაცემები, თუმცა, სავაურადოდ, შესაძლებელი იქნება RV740-ით გაცილებით მაღალი სიხშირეების მიღწევა.

RV740-ზე დაფუძნებული ვიდეო დაფების სავარაუდო ფასი იქნება 99$, რაც ზუსტად შეეფერება მის წარმადობას. ვიდეო დაფები აპრილში გამოვა ბაზარზე. შედეგად, მივიღებთ საკმოად იაფიან და მაღალი წარმადობის მქონე ვიდეო დაფას. რაც შეეხება აღნიშნულ ჩიპზე აგებული ვიდეო დაფების სახელს, იგი სავარაუდოდ, Radeon HD4750 იქნება.

აქვე გთავაზობთ Guru of 3D-ს მიერ ჩატარებული ტესტირების ლინკსაც.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-02-2009, 02:04:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.