მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
IOBit SmartDefrag
IOBit SmartDefrag

როგორც ვიცით, დიდი ხნის გამოყენების შემდეგ სისტემას (Windows სისტემებს ვგულისხმობ, თუმცა არც სხვებია გამონაკლისი) ნელ-ნელა აკლდება სწრაფქმედება და სტაბილურობა. ამის გამომწვევი ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება დასახელდეს,დღეს ერთ-ერთ მთავარ მათგანზე - ფრაგმენტაციაზე შევჩერდეთ და მოგვარების გზაც განვიხილოთ.

ფრაგმენტაციის არსი შემდეგია: დროთა განმავლობაში, ფაილების ჩაწერა-წაშლის შედეგად დისკზე წარმოიქმნება მცირე მოცულობის თავისუფალი "ნაგლეჯები", ახალი ფაილის ჩაწერისას კი სისტემა მას ამ თავისუფალ ადგილებში ანაწილებს. ანუ ფაილი დისკზე ჩაიწერება არა როგორც სექტორების უწყვეტი მიმდევრობა, არამედ გაფანტულად, ერთმანეთისგან დაშორებით. ფაილის მოთხოვნისას კი დისკის თავაკს უწევს სირბილი და ამ ნაკუწების შეგროვება მთელი დისკიდან, რაც ზრდის ფაილის სისტემისთვის მიწოდების დროს და, შესაბამისად, ანელებს კიდეც მას.



ფრაგმენტაციის შემცირებას დეფრაგმენტაცია ეწოდება და შემდეგნაირად ხორციელდება - სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ყოველ ფრაგმენტირებულ ფაილს ადგილს უცვლის დისკზე ისე, რომ მისი შემადგენელი ბიტები რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ერთმანეთთან განლაგებული. პროგრამული უზრუნველყოფის ალგორითმიდან გამომდინარე, ეს სხვადასხვა ხარისხით ხერხდება. ასეთ პროგრამებს დეფრაგმენტატორები ეწოდებათ.

ბაზარზე საკმაოდ ბევრი დეფრაგმენტატორი არსებობს: Windows-ის ჩაშენებული დეფრაგმენტატორი, Diskeeper, Ashampoo Magic Defrag, PerfectDisk, UltimateDefrag და ა.შ. არსებობს ფასიანი და უფასო ვარიანტები, ასევე, ბევრი All-in-one გადაწყვეტა შეიცავს შესაბამის მოდულებს (XP Tools, System Mechanic და ა.შ.), საკმაოდ დიდი არჩევანია. ჩვენ ვეცადეთ საუკეთესო ამოგვერჩია და თქვენს ყურადღებას SmartDefrag-ზე შევაჩერებთ.

საერთოდ, იშვიათია პროგრამა, რომელიც საკუთარი კატეგორიის ყველა კარგ თვისებას იტევს და კიდევ უფრო იშვიათია იგივე ღირსებების უფასო პროგრამა, SmartDefrag ერთ-ერთი ასეთია.

IOBit SmartDefrag v1.11

პროგრამა, როგორც ვთქვით, აბსოლუტურად უფასოა, ძალიან მცირე ზომისაა და მცირე RAM-საც მშვენივრად ეგუება (დაახლოებით 10-15 მბ ჰყოფნის), შესაძლებლობები კი შემდეგია:

  • შესაძლებელია განყოფილების (partition) მდგომარეობის ავტომატური გაანალიზება, რომლის შემდეგაც პროგრამა შემოგთავაზებთ რეკომენდირებული მოქმედებას;
  • არსებობს მოქმედების სამი ტიპი: Defrag Only, Fast Optimize და Deep Optimize. უკანასკნელი შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში დატოვოთ - დიდი დრო სჭირდება. პირველი ორი უფრო ზედაპირულ, მაგრამ სწრაფ და დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა;
  • მისაწვდომია Auto Defrag ფუნქცია - პროგრამა ავტომატურად იწყებს სისტემური დისკის დეფრაგმენტაციას, თუ კომპიუტერი მითითებული დროის (ვთქვათ, 5 წუთის) განმავლობაშ უსაქმურადაა ან თუ სისტემა რაღაც დონეზე ნაკლებადაა დატვირთული (ვთქვათ, გამოიყენება რესურსების 20%-ზე ნაკლები)
  • პროგრამას გააჩნია შესანიშნავი დამგეგმავი. მაგალითად, შესაძლებელია დაიგეგმოს დეფრაგმენტაცია ყოველკვირეულად, კვირის გარკვეულ დღეებში, გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერი დენის წყაროსთან შეერთებულია (მოსახერხებელია ლეპტოპისთვის).
  • პროგრამა ყოველ გაშვებაზე ამოწმებს განახლებებს სერვერზე, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის პროგრამის ბოლო ვერსიით ისარგებლებთ

მოკლედ, SmartDefrag მაგალითია კარგი, უფასო პროგრამისა და ერთ-ერთი must have app გახლავთ.

ესეც ბმულები:

IOBit SmartDefrag - ოფიციალური გვერდი

SmartDefrag v.11 - ჩამოტვირთვის გვერდი

განხილვები: Download.com | freedownloadscenter.com | PC Magazine



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-02-2009, 13:36:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

კარგი რამეა, მაგრამ ერთი ნაკლი ვუპოვე: Fლეშკებს არ უკეთებს დეფრაგმენტაციას, არადა ასე თუ ისე აქტუალური გახდა მაინც ეს საკითხი მოცულობების ზრდასთან ერთად
27-02-2009, 18:40:59 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.