IOBit SmartDefrag
როგორც ვიცით, დიდი ხნის გამოყენების შემდეგ სისტემას (Windows სისტემებს ვგულისხმობ, თუმცა არც სხვებია გამონაკლისი) ნელ-ნელა აკლდება სწრაფქმედება და სტაბილურობა. ამის გამომწვევი ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება დასახელდეს,დღეს ერთ-ერთ მთავარ მათგანზე - ფრაგმენტაციაზე შევჩერდეთ და მოგვარების გზაც განვიხილოთ. ფრაგმენტაციის არსი შემდეგია: დროთა განმავლობაში, ფაილების ჩაწერა-წაშლის შედეგად დისკზე წარმოიქმნება მცირე მოცულობის თავისუფალი "ნაგლეჯები", ახალი ფაილის ჩაწერისას კი სისტემა მას ამ თავისუფალ ადგილებში ანაწილებს. ანუ ფაილი დისკზე ჩაიწერება არა როგორც სექტორების უწყვეტი მიმდევრობა, არამედ გაფანტულად, ერთმანეთისგან დაშორებით. ფაილის მოთხოვნისას კი დისკის თავაკს უწევს სირბილი და ამ ნაკუწების შეგროვება მთელი დისკიდან, რაც ზრდის ფაილის სისტემისთვის მიწოდების დროს და, შესაბამისად, ანელებს კიდეც მას. ფრაგმენტაციის შემცირებას დეფრაგმენტაცია ეწოდება და შემდეგნაირად ხორციელდება - სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ყოველ ფრაგმენტირებულ ფაილს ადგილს უცვლის დისკზე ისე, რომ მისი შემადგენელი ბიტები რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ერთმანეთთან განლაგებული. პროგრამული უზრუნველყოფის ალგორითმიდან გამომდინარე, ეს სხვადასხვა ხარისხით ხერხდება. ასეთ პროგრამებს დეფრაგმენტატორები ეწოდებათ. ბაზარზე საკმაოდ ბევრი დეფრაგმენტატორი არსებობს: Windows-ის ჩაშენებული დეფრაგმენტატორი, Diskeeper, Ashampoo Magic Defrag, PerfectDisk, UltimateDefrag და ა.შ. არსებობს ფასიანი და უფასო ვარიანტები, ასევე, ბევრი All-in-one გადაწყვეტა შეიცავს შესაბამის მოდულებს (XP Tools, System Mechanic და ა.შ.), საკმაოდ დიდი არჩევანია. ჩვენ ვეცადეთ საუკეთესო ამოგვერჩია და თქვენს ყურადღებას SmartDefrag-ზე შევაჩერებთ. საერთოდ, იშვიათია პროგრამა, რომელიც საკუთარი კატეგორიის ყველა კარგ თვისებას იტევს და კიდევ უფრო იშვიათია იგივე ღირსებების უფასო პროგრამა, SmartDefrag ერთ-ერთი ასეთია. პროგრამა, როგორც ვთქვით, აბსოლუტურად უფასოა, ძალიან მცირე ზომისაა და მცირე RAM-საც მშვენივრად ეგუება (დაახლოებით 10-15 მბ ჰყოფნის), შესაძლებლობები კი შემდეგია:
მოკლედ, SmartDefrag მაგალითია კარგი, უფასო პროგრამისა და ერთ-ერთი must have app გახლავთ. ესეც ბმულები: IOBit SmartDefrag - ოფიციალური გვერდი SmartDefrag v.11 - ჩამოტვირთვის გვერდი განხილვები: Download.com | freedownloadscenter.com | PC Magazine ბეჭდვითი ვერსია | 26-02-2009, 13:36:00 | domen |
კარგი რამეა, მაგრამ ერთი ნაკლი ვუპოვე: Fლეშკებს არ უკეთებს დეფრაგმენტაციას, არადა ასე თუ ისე აქტუალური გახდა მაინც ეს საკითხი მოცულობების ზრდასთან ერთად