COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Microsoft Surface-ის პირველი პროტოტიპები გასაყიდად ივნისში გამოჩნდება!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1916


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Microsoft Surface-ის პირველი პროტოტიპები გასაყიდად ივნისში გამოჩნდება!

ყველა ვოცნებობთ, სახლში Microsoft Surface გვქონდეს, ზოგმა უკვე ალბათ ფულის გროვებაც დაიწყო 2011-ისთვის, თუმცა ამდენის ცდა საჭირო არ იქნება - პირველი Surface-ები ზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება გასაყიდად.  პრობლემა ერთია - ტექნოლოგია რამდენიმე ათეული მილიონი მარადმწვანეს ღირებულების იახტაზეა მოთავსებული და მასთან ერთად იყიდება.



Lazzara SX75 Fly Yacht

როგორც რიკი ლაზარამ (კომპანია Lazzara Yachts-ის მფლობელი) ოფიციალურად განაცხადა, ივნისში დაიწყება გაყიდვა პირველი LSX75 Fly იახტებისა, რომლებზეც მოთავსებული იქნება Surface იახტის კონტროლის, მოგზაურობის დაგეგმვის და მედიაცენტრის მოვალეობის შესასრულებლად. ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება ეს სიამოვნება.

ლაზარა თანამშრომლობს Microsoft-სა და Infusion Development-თან, პირველი Surface-ს აწვდის მას, მეორე კი პროგრამულ უზრუნველყოფას ტექნოლოგიისთვის.

და ორი თემატური ვიდეო დესერტად:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-02-2009, 17:32:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

დორბლებიანი სმაილისი რატო არ არის?????
ცალკე იახტა, ცალკე მაიკროსოფტის ზედაპირიიიიი
27-02-2009, 19:41:04 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.