მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ARM-მა ახალი Cortex-M0 პროცესორი წარმოადგინა
ARM-მა ახალი Cortex-M0 პროცესორი წარმოადგინა

კომპანია ARM-მა, რომელიც სმარტფონების ბიზნესში პროცესორების მიწოდების ლიდერია, ახალი პროცესორი Cortex-M0 წარმოადგინა. კომპანიის განცხადებით, ახალი პროცესორი ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონეა.

 ARM 180ULL ბიბლიოთეკასთან ინტეგრირებისას, Cortex-M0-ის ენერგომოხმარება შეადგენს სულ რაღაც 0.085 მილივატს. ARM-ის განცხადებით, ახალი პროცესორი საშუალებას მისცემს კომპანიას, დარჩეს და გაიმყაროს ლიდერის პოზიციები სმარტფონების ბაზარზე.

ახალი Cortex-M0 გამოყენებული იქნება სმარტფონებში, სამედიცინო მოწყობილობებში, განათებისა და საკონტროლო მოწყობილობებში, სათამაშო აქსესუარებში, კომპაქტურ კვების ბლოკებში და სხვ.

დანარჩენისთვის, დააჭირეთ სრულად-ს.



პირველ კომპანიებს შორის, ვინც უკვე აპირებს ახალი პროცესორის გამოყენებას, არიან - NXP და Triad Semiconductor.

ARM Cortex-M0 განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ე.წ, ”ჭკვიანი სენსორებისთვის”, სადაც საჭიროა როგორც ანალოგური, ასევე ციფრული სიგნალებს მიმართვა და განცალკევება.

კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, Cortex-M0 კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ARM-ი აგრძელებს თავის კურსს და ბაზარს სთავაზობს მეტ წარმადობას ნაკლები ელ-ენერგიის გამოყენებით. 2008 წლის ნოემბერში ARM-მა განაცხადა, რომ აპირებდა ნეტბუქების ბაზარზე შესვლას, ინტელისთვის კონკურენციის გასაწევად.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-02-2009, 22:22:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.