მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
OCZ Vertex SSD-ები ბაზარზე ჩაეშვა
OCZ Vertex SSD-ები ბაზარზე ჩაეშვა

დღეიდან უკვე შეგიძლიათ მსოფლიოში უსწრაფესი SSD-ები შეიძინოთ, OCZ-ის Vertex სერიიდან. ახალი SSD-ები აღჭურვილია DRAM ბუფერით და აჩვენებს ძალიან მაღალ წარმადობას, რაც საკმარისია Intel-ის X25 სერიის დასამარცხებლად.

OCZ Vertex-ი გამოდის 30, 60, 120 და 250 გბ-იან მოდელებში. წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეები კი 250მბ/წმ და 180მბ/წმ-ია, შესაბამისად. ახალი SSD-ები ბაზარზე გამოვა პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ოპტიმიზირებულია მაღალ IOPS-ებზე. OCZ-ის განცხადებით, მალე მომხმარებელს შეეძლება სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერაც, რომელიც SSD-ების სხვადასხვა საჭიროებისთვის ოპტიმიზირებას შეძლებს. ეს საკმაოდ კარგი სიახლეა, რომელსაც მომხმარებელთა უმეტესობა მოხარული შეხვდება.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ახალი SSD-ები, როგორც გითხარით, უკვე იყიდება. ფასები იწყება  €115,96-დან (30 გბ-იანი მოდელი) და მთავრდება €718,74-ით (250 გბ-იანი მოდელი). 120გბ მოცულობის OCZ Vertex €370,04 დაგიჯდებათ, ხოლო 60 გბ-იან მოდელს 217,32 ევროდ შეიძენთ. ფასი შესაძლოა ცოტა დიდი მოგეჩვენოთ, მაგრამ ინტელის SSD-ებთან შედარებით, არც თუ ისე ცუდია. Intel X25-ის შეძენა შესაძლებელია €714,90-ად (160 გბ-იანი X25-M ვერსია) და 737 ევროდ (64 გბ-იანი X25-E ვერსია).

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-02-2009, 23:12:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

3-5 თვეში კი მოიტანენ ჩემთან მაგ ვერტექსებს და შევძლებ 90% კი :)
01-03-2009, 21:02:03 | Power_VANO

ვანო 250 გბ-იან Vertex-ის ჩამოტანას შეძლებ? დაახლოებით 3-5 თვეში.
27-02-2009, 20:19:41 | gearge

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.