მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Boomshine

თამაშების ინდუსტრია კომპიუტერული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და მის გარეშე ახლა ალბათ სადღაც Win98 ეპოქაში ვიქნებოდით (გამომდინარე იქიდან, რომ Enterprise კლასის მოხმარებლებს გრაფიკული გაფორმება ნამდვილად არ ადარდებთ). ვის არ გაუგია EA Games, Blizzard, Ubisoft და მათი შექმნილი შედევრები თითქმის ნებისმიერ ჟანრში ან ვინ არ ჩავძირულვართ მათ შექმნილ სამყაროებში ისე, რომ გამოსვლისას ნამდვილი ვეღარ გვიცვნია .. მაგრამ გარდა ასეთი მძიმეწონიანი ფიგურებისა, არსებობს მრავალი "პატარა თამაში" (სხვანაირად მათ "Time waster-ებს" ეძახიან, კანონიკური დასახელება კი არ აქვთ), რომლებსაც არ ჰყავთ რამდენიმე ათეული შემქმნელი და არ გამოიცემიან მსხვილი გამომცემლების მიერ, თუმცა მაინც იგივენაირად მიმზიდველები და ჩამთრევები არიან.



BoomShine

დღეს ერთ-ერთ ასეთ თამაშს გაგაცნობთ და შემდგომშიც ვეცდებით, ასეთი "დროის გამცდენები" შემოგთავაზოთ ხოლმე.

მაშ ასე, გაიცანით - BoomShine:

წესები მარტივია: თამაში 12 დონისგან შედგება, თითოეულ დონეზე მოცემული გაქვთ ჩაკეტილ სივრცეში მობოდიალე განსაზღვრული რაოდენობის ბურთი, რომელთაგანაც გარკვეული რაოდენობა უნდა აფეთქდეს (თუ მოგება გვინდა, რასაკვირველია). თქვენ კლიკის საშუალებით იწვევთ აფეთქებას ეკრანის რომელიმე წერტილში, თუ რომელიმე ბურთი აფეთქების რადიუსში მოყვა, თვითონაც ფეთქდება და ზუსტად იგივენაირად იყოლებს გვერდით მყოფ სხვა ბურთებსაც. პრობლემა ისაა, რომ აფეთქების განხორციელების საშუალებამხოლოდ ერთხელ გეძლევათ, ანუ ისე უნდა დაგეგმოთ, რომ ჯაჭვურმა რეაქციამ თქვენთვის სასურველი რაოდენობის ბურთების აფეთქება გამოიწვიოს.

ამის კითხვას  ნამდვილად თამაში სჯობს, ასე რომ, მიაჭირეთ ბმულს ზემოთ და წარმატებებს გისურვებთ!



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-02-2009, 22:22:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

დომენ კერქი რა :P
რას დადებ ხოლმე, ადრე გიორგიუსი ჩიტავდა ესეთ რამეებს, ეხლა შენც დაიწყე :P

რომ ცავუჯექი 20-30 წუთში 12-ვე, 240 ქულა და ეს რამდენჯერმე

ისე საღოლ ;)
02-03-2009, 20:56:40 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.