მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 RC
Windows 7 RC

როგორც Windows 7-ის დეველოპერთა ოფიციალურ ბლოგზე გამოცხადდა, Win7 ბეტას გამოსვლიდან 2,000-მდე უზუსტობა გასწორდა და ეს ყველაფერი გაზაფხულზე (დაახლოებით აპრილისთვის) აისახება Win7 RC-ში, რომელიც, სავარაუდოდ, ბოლო რელიზი იქნება ფინალურ ვერსიამდე. როგორც ბლოგზე გამოქვეყნებულ მიმართვაშია ნათქვამი, MS არ აპირებს საჯაროდ გამოაცხადოს ყველა შესწორების შესახებ, მაგრამ ცალკე პოსტი მიეძღვნა Core User Interface განხრით მომუშავე ჯგუფის მიერ შეტანილ შესწორებებს გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცვლილებები ყველა მომხმარებლისთვის "შეუიარაღებელი თვალით" მისაწვდომია.



Aero Peek triggered from Windows Flip

პირველი, რაც უნდა ითქვას, შესაძლებლობათა არეს არაფერი შემატებია, მიმდინარე სამუშაოები მთლიანად ბეტაში აღმოჩენილი შეცდომების თუ გარკვეულ მოქმდებებზე სისტემის არაინტუიტიური პასუხების გასწორებას მიეძღვნა. ეს სია კი ნამდვილად შთამბეჭდავია, ჩვენ აქ მათ ნაწილს მოვიყვანთ:

  • Aero Peek (შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც ტასკბარიდან თაგვის პროგრამის thumbnail-თან მიტანისას ყველა აქტიური ფანჯარა გამჭვირვალე ხდება, რათა თქვენი არჩეული პროგრამის ფანჯარა დაგანახოთ) მისაწვდომია Alt+Tab კონფიგურაციიდან;
  • Win7-ში შესაძლებელია Win Logo + # კომბინაციით (# აღნიშნავს ციფრს) გავხსნათ ტასკბარზე მიპინული პროგრამა, RC-ში გაკეთებული ცვლილებების მიხედვით, ახლა ამ კომბინაციითვე შესაძლებელია კომბინაციაზე მიბმული პროგრამის აქტიური ფანჯრების დათვალიერება (ანუ, თუ ტასკბარში მეორე პროგრამა IE-ა, Win Logo + 2 კომბინაციის განმეორებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ იმ მომენტისთვის გახსნილი ტაბები);
  • ტასკბარის და მისი ელემენტების ზომების შემცირებით ახლა შესაძლებელია 25%-დან 40%-მდე (დამოკიდებულია ეკრანის გაფართოებაზე) მეტი ხატულას დატევა;
  • დამატებულია ერთი ძალიან ინტუიტიური მოქმედება - გაშვებული პროგრამის ტასკბარზე მოთავსებულ ხატულაზე ფაილის მაუსით "დაგდება" ახლა ამ პროგრამით ფაილის გახსნას იწვევს (ბეტაში ამ ქმედებისას ხატულები ადგილს უთმობდნენ ფაილს და ისიც ტასკბარზე იპინებოდა);
  • მეტი მოსახერხებლობისთვის დამატებულია network განყოფილებას დაემატა ახალი ხატულა, რომელიც ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს კავშირი ლოკალურ ქსელთან, მაგრამ არა ინტერნეტთან;
  • Touch ინტერფეისი გაუმჯობესებული და მაქსიმალურად მიახლოებულია ჩვეულებრივ, კლავა-თაგვიან ინტერფეისთან;
  • Windows Media Player-ს დაემატა .mov ფაილების მხარდაჭერა, გასწორდა ინტერნეტ რადიოს მოსმენასთან დაკავშირებული პრობლემები, უფრო კომპაქტური და სადა გახდა Now Playing რეჟიმი და ა.შ.;
  • გაუმჯობესდა Device Stage-ის ინტეგრირების ალგორითმი;
  • გაუმჯობესდა ყურსასმენების მხარდაჭერა (ბეტაში იყო შემთხვევები, როცა სპიკერებთან შეერთებულ ყურსასმენებში ხმა კარგად არ ისმოდა) და აუდიო მოწყობილობების ამოცნობის სისტემა;
  • რამოდენიმე ვიზუალური ცვლილება იქნა შეტანილი ბიბლიოეთეკების (Libraries) მუშაობაში და დაემატა FAT32 დისკების მხარდაჭერა;

ერთი სიტყვით, ცვლილებები ბევრია და საინტერესო, აქ ვეცადეთ უმთავრესები მოგვეყვანა. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ RC-ს.

ცვლილებების სრული სია შეგიძლიათ ოფიციალურ ბლოგზე იხილოთ: Some Changes Since Beta for the RC @ Engineering Windows 7



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 28-02-2009, 18:37:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1.7


გამოხმაურება

connection როგორ გავასწორო , მირჩიეთ რამე
20-04-2009, 18:36:45 |

საიდან უნდა გადმოვწერო ყველაზე "გამოსწორებული" Windovs 7?
30-03-2009, 21:12:01 | Goka_710

ძაან მინდა გამოვიდეს მალე ! ბეტა მეყენა და უმაგრესია და თან ვისტაზეც სწრაფია!
05-03-2009, 10:54:20 | nikanikola

domen
აჰა, ესე იგი, Open With-ის Drag n Drop ვარიანტია. ეხლა გავიგე. დიდი მადლობა.

05-03-2009, 05:59:19 | Plastic-6

Plastic-6
აბა ახლა ნახე :-)
02-03-2009, 21:15:33 | domen

Plastic-6
ნაცადი თუ არ გაქვს Win7, ძნელი გასაგებია .. :-) ჩემი ბრალიცაა, ვეცდები, ცოტა გასაგები გავხადო :-)
02-03-2009, 18:18:44 | domen

"დამატებულია ერთი ძალიან ინტუიტიური მოქმედება - ტასკბარზე ფაილის მაუსით "დაგდება" გახსნილ პროგრამაზე ახლა ამ პროგრამით ფაილის გახსნას იწვევს (ბეტაში ამ ქმედებისას ხატულები ადგილს უთმობდნენ ფაილს და ისიც ტასკბარზე იპინებოდა);"

აი, ეს ვერაფრით ვერ გავიგე.
02-03-2009, 12:29:18 | Plastic-6

ვაა, fat32 თუ არ უჭერდა მხარს ვერც წარმოვიდგენდი
01-03-2009, 03:19:05 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.