მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ვიკიპედია. თქვენთან. თაროზე.
ვიკიპედია. თქვენთან. თაროზე.

ვიკიპედიას შეძენა წიგნურ ფორმატში რომ შესაძლებელია, უკვე დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ თქვენი ფავორიტი ვიკიპედიური სტატიების წიგნად შეძენა რაღაც ახალია - PediaPress საშუალებას აძლევს ნებისმიერს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ თაროზე ვიკიპედიას სტატიებისგან შემდგარი წიგნი შემოდოს. სერვისი მისაწვდომია 7 ენაზე, ეს ენებია: გერმანული, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, დანიური, პოლონური და გამარტივებული ინგლისური. ინგლისურის მხარდაჭერა ჯერჯერობით მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის მუშაობს, ისიც არასრულფასოვნად და სატესტო რეჟიმში.



PediaPress Books

ეს სიამოვნება "ძალიან ძვირი არ ჯდება", მაგრამ ფასი ბოლომდე გარკვეული არაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ წიგნის ყოველ 100 გვერდზე "საბაზისო შენატანის" - 8.90 პრეზიდენტის გადახდაა საჭირო, გვერდის ფასი წიგნის მიხედვით სხვადასხვაა და საბაზისო შენატანს ემატება. ჰო - წიგნის ფოსტით გამოგზავნის ფასიც გასათვალისწინებელია. რაც შეეხება თვითნ წიგნს, მისი განზომილებებია 8''x5.5'', აქვს ფერადი ერთგვაროვანი ყდა - ამ მხრივ წიგნები მხოლოდ დასახელებით განსხვავდებიან - და შავ-თეთრი გვერდები.

წიგნის შექმნა ძალიან მარტივად შეიძლება ვიკიპედიას სპეციალური გვერდიდან, აქიდანვე შეიძლება მისი ჩამოტვირთვა pdf ან odt (Open Document Format - OpenOffice Writer-ის ფორმატი) ფორმატში - PediaPress-ის სპეციალური Collection პლაგინი ავტომატურად გარდაქმნის სტატიების კოლექციას წიგნად - ან შეკვეთა პირდაპირ PediaPress-ისთვის. რეგისტრირებულ მომხმარებლებს წიგნის შენახვა და შემდგომ რედაქტირებაც შეუძლიათ. ასევე მისაწვდომია PediaPress-ის წიგნების კატალოგი, შექმნილი ვიკიპედიას მომხმარებლების მიერ; მათი შეკვეთაც შესაძლებელია.

PediaPress-ის განცხადებით, მათ შექმნეს ეს სერვისი, რათა შეეერთებინათ მუდმივად განახლებადობა და აქტუალობა ქაღალდის მოსახერხებლობასთან; ასევე იმიტომ, რომ მსოფლიოს ორ მესამედს ხელი არ მიუწვდება ონლაინ ვიკიპედიასთან და ისინი ცდილობენ ეს ხარვეზი წიგნების საშუალებით აღმოფხვრან. თუმცა ისინი არა მხოლოდ ამ პრინციპებს ეყრდნობიან - წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხის მხოლოდ 10% ირიცხება Wikimedia Foundation-ის ანგარიშზე, დანარჩენს PediaPress იტოვებს, რათა ენთუზიაზმი არ განელდეს ..



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 28-02-2009, 21:37:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

dato309
დიდი მადლობა! როგორ გამომრჩა, ვერ მივხვდი, ვნახე სპეციალურად, არადა :-)

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ :-)
02-03-2009, 21:22:16 | domen

"(სამწუხაროდ, საქართველო ჯერჯერობით არაა იმ ქვეყანათა სიაში, სადაც წიგნის გაგზავნა შეიძლება)"

არის, აი სქრინშოტი:

02-03-2009, 06:33:30 | dato309

ჰმ.. საინტერესოა :) ვინ იცის, იქნებ მალე რამდენიმე ვიკი წიგნიც შემოვდოთ ჩვენს თაროებზე..
01-03-2009, 21:09:39 | Power_VANO

ეს მართლა სინტერესოა, საჭირო სტატიების კოლაჟი გამომადგება, სპასიბა domen
01-03-2009, 03:22:31 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.