COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-ი და TSMC ორშაბათს სტრატეგიულ განაცხადს გააკეთებენ

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1924


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ი და TSMC ორშაბათს სტრატეგიულ განაცხადს გააკეთებენ
Intel-ი და TSMC ორშაბათს სტრატეგიულ განაცხადს გააკეთებენ

ორშაბათს, 2 მარტს, Intel-ი და Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSMC) სტრატეგიულ განცხადებას გააკეთებენ. ჯერჯერობით დეტალები არაა ცნობილი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Intel-ი მსოფლიოში უდიდესი პროცესორების მწარმოებელი კომპანიაა, ხოლო TSMC მსოფლიოს ყველაზე დიდი კონტრაქტორ-დამამზადებელია ნახევარგამტარებში, მათი შეთანხმება/განცხადება, ცხადია, საკმაო გავლენას მოახდენს ბაზარზე.

განაცხადს ინტელის მხრიდან გააკეთებენ ანანდ ჩანდრასექნერი (Anand Chandrasekher) - ულტრა-მობილური ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი და მენეჯერი და შონ მელონი (Sean Maloney) - აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და გაყიდვებისა და მარკეტინგის ოფიცერი. TSMC-ს წარმომადგენლები იქნებიან რიკ თსეი (Rick Tsai) - კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი და ჯეისონ ჩენი (Jason Chen), რომელიც TSMC-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტია.

როგორც უკვე ვთქვით, განცხადების შესახებ დეტალები უცნობია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინტელი TSMC-სთან ერთად შექმნის ახალ ნანოტექნოლოგიებს, მიჰყიდის თავისი ფაბრიკების ნაწილს TSMC-ს (ინტელს საკმაოდ ბევრი ფაბრიკა აქვს. მათი უმეტესობა 100%-იანი დატვირთვით არ მუშაობს) ან კომპანიები ერთად ააშენებენ ახალ ფაბრიკებს.

ასევე, ხვალ, 2 მარტს, ინტელის მთავარი კონკურენტი, AMD, თავის ფაბრიკებს გადასცემს ახალ კონტრაქტორ კომპანიას - The Foundry Company, რომელიც ერთობლივი კომპანიაა, დაარსებული AMD-სა და Advanced Technology Investment Company-ს მიერ, რომლის მთავარი ოფისიც აბუ დაბიშია განთავსებული.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 00:01:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.