მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Virtual PC 2007 SP1
Virtual PC 2007 SP1

დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოვიდა პირველი სერვის პაკეტი Microsoft-ის ცნობილი ვირტუალური კომპიუტერისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ Virtual PC თავდაპირველად წარმოადგენდა ფასიან პროდუქტს, შემუშავებულს კომპანია Connectix-ის მიერ, რომელიც 2006 წელს Microsoft-მა თავფეხიანად ჩაყლაპა და ახლა მის მიერ დაწერილ პროგრამულ უზრუნველყოფას თავისი სახელით ავრცელებს, ოღონდ უფასოდ. თუ არ გინდათ თქვენი ორიგინალი სისტემის დაზიანება და ამასობაში საჭიროა რაიმე პროგრამის ან პარამეტრის ტესტირება, ეს პროგრამა სრულად გამოგადგებათ, რადგან, როგორც სახელიდან შეგიძლიათ დაასკვნათ, ის ქმნის ვირტუალურ კომპიუტერს, რომლის შიგნითაც თავისუფლად და უსაბრთხოდ შეძლებთ ექსპერიმენტების ჩატარებას.



Microsoft Virtual PC SP1


SP1-მა თავი მოუყარა ბევრ უსაბრთხოების განახლებას და გარკვეულწილად გაზარდა Virtual PC-ს ფუნქციონალობა. თუ აქამდე ეკრანის მაქსიმალური გაფართოება, მისაწვდომი ვირტუალური კომპიუტერის შიგნით იყო 1600×1200, ამიერიდან ეს მაჩვენებელი გაიზარდა 2048×1920-მდე რომელიც საკმარისზე მეტია უმრავლესობა ჩვენგანისთვის.

მწარმოებლის თანახმად Virtual PC 2007 SP1-ით უკეთესად მუშაობს Windows XP SP2 და SP3-ზე, ასევე Windows Vista SP1-ზე. ზოგადად, მუშაობის სისწრაფე და სტაბილურობა გაიზარდა. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, პროგრამის დაყენებას შეძლებთ შემდეგ host სისტემებზე:


  • Windows Vista-ს ყველა ვერსიაზე (როგორც 32 ასევე 64-ბიტიან) გარდა Starter და ევროპელი მომხმარებლებისთვის გამიზნული სპეციალურ Home Basic N და Premium N ვერსიებისა
  • Windows XP-ს ყველა ვერსიაზე (როგორც 32 ასევე 64-ბიტიან)
  • Server 2003-ზე
  • ასევე არაოფიციალურად Windows 7 Ultimate-სა და Server 2008-ზე

ვირტუალურ კომპიუტერში სტუმარ (guest) სისტემებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ვინდოუზი დაწყებული 98-დან და IBM OS/2. ასევე დაფიქსირებულია მცდელობები ლინუქს დისტიბუტივების ინსტალაციისაც, მაგრამ ამის გაკეთებამდე გირჩევდით Google-თან კონსულტაციას :-)

ახალი Virtual PC 2007 SP1-ს ჩამოტვირთვას შეძლებთ მწარმოებლის საიტიდან:

32-ბიტიანი ვერსია
64-ბიტიანი ვერსია



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 20:53:00 | gearge
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

ეხ არავინაა ჩემი პასუხის ფგამცემი ამ შუაღამე :D:D:D:D:D:D
14-02-2011, 06:01:37 | shenge

ხალხნო არი ვინმე ვინც ამიხსნის საიდან გადმოვიწერო Windows 7 Ultimate შეგიძლით დამეხმაროთ?
14-02-2011, 05:55:29 | shenge

the application failed to initialze prperly (0xc0000005).click on ok to terminate the applicatio ეს შეცდომა ამოაგდოო დაყენების დროსს და რა ვქნა იცით ვინმემ?
30-03-2009, 15:01:36 | kreki

კი მაგარი რაღაცაა მარა ვერ ვაკეტებ.... რო ვრთავ მიდის ჩვეულებრივად მარა მერე ჩერდება და მეუბენება boot device არასცორია და reboot გაუკეთე და სწორი device მიუთითეო...
ვისაც შეგიძლიატ დაწერეთ ერთი თავიდან ბოლომდე როგორ ავაწყოთ ეს ვირტუალური კომპიუტერი....
12-03-2009, 18:30:05 | morkneveli

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.