მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ATI Radeon 4870-ის ფასი 149$-მდე მცირდება, Radeon 4850-ისა - 129$-მდე
ATI Radeon 4870-ის ფასი 149$-მდე მცირდება, Radeon 4850-ისა - 129$-მდე

DailyTech-ის ინფორმაციით, AMD-ს დაქვემდებარებული გრაფიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანია ATI თავის პარტნიორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა რამდენიმე მნიშნველოვან პროდუქტზე ფასები შეამციროს.

ATI Radeon HD 4870-ის 512მბ-იანი ვერსიის ფასი 50$-ით დაეცემა 199$-დან 149$-მდე. ამ ფასში კონკურენტის ბანაკში NVIDIA GeForce GTS 250-ის 1გბ-იანი რებრენდირებული ვერსიაა, რომელიც G92 ჩიპზეა დაფუძნებული (ამ ჩიპზეა წარმოებული ვიდეო დაფები: 8800GT, 9800GT, 9800GTX, 9800GTX+ და ა.შ.). საქმე იმაშია, რომ HD 4870-ის წარმადობის მაჩვენებელი უტოლდება NVIDIA GeForce GTX 260-ის მაჩვენებელს. ცხადია, 150$-იან სეგმენტში HD 4870 უალტერნატივო რჩება. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ATI-სთვის ამ ძალიან კარგი ნაბიჯის გამო.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



რაც შეეხება Radeon HD 4850-ს, მისი 512მბ-იანი ვერსიის ფასი დაიწევს 129$-მდე. ამ ფასში მისი კონკურენტია NVIDIA GTS 250 512 მბ-იანი ვერსია, რომლის დამარცხებაც ასევე ძალიან ადვილად შეუძლია HD 4850-ს, რომელიც თავის უფრო ძმას, HD 4870-ს მცირედ ჩამოუვარდება წარმადობით, ძირითადად GDDR3 ოპ. მეხისრებისა (GDDR5-ის მაგივრად) და ბირთვის სიხშირის შემცირების გამო.

ფასდაკლებები წინასწარი ინფორმაციით ამ კვირაში უნდა შევიდეს ძალაში. რაც შეეხება კონკურენტს, Nvidia GTS250 სერიის რებრენდირებული ვიდეო დაფების წარმოდგენას გერმანიაში, ჰანოვერში მიმდინარე გამოფენა CeBIT-ზე გეგმავს.

ესეც ცხრილი სადაც კონკურენტების პროდუქტებია შედარებული:

 

GTX 280

ATI Radeon 4870

GTX 260 Core 216

ATI Radeon HD 4850

9800 GTX+

Stream Processors

240

800

216

800

128

Texture Address / Filtering

80 / 80

40

72/72

40

64 / 64

ROPs

32

16

28

16

16

Core Clock

602MHz

750MHz

576MHz

625MHz

738MHz

Memory Clock

1107MHz

900MHz GDDR5 (3600MHz eff)

999MHz

993MHz GDDR3 (1986MHz eff)

1100MHz

Memory Bus Width

512-bit

256-bit

448-bit

256-bit

256-bit

Frame Buffer

1GB

512MB

896MB

512MB

512MB

Transistor Count

1.4B

956M

1.4B

956M

754M

Price Point

$349

$149

$199

$129

$169



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 20:00:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.