ATI Radeon 4870-ის ფასი 149$-მდე მცირდება, Radeon 4850-ისა - 129$-მდე
DailyTech-ის ინფორმაციით, AMD-ს დაქვემდებარებული გრაფიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანია ATI თავის პარტნიორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა რამდენიმე მნიშნველოვან პროდუქტზე ფასები შეამციროს. ATI Radeon HD 4870-ის 512მბ-იანი ვერსიის ფასი 50$-ით დაეცემა 199$-დან 149$-მდე. ამ ფასში კონკურენტის ბანაკში NVIDIA GeForce GTS 250-ის 1გბ-იანი რებრენდირებული ვერსიაა, რომელიც G92 ჩიპზეა დაფუძნებული (ამ ჩიპზეა წარმოებული ვიდეო დაფები: 8800GT, 9800GT, 9800GTX, 9800GTX+ და ა.შ.). საქმე იმაშია, რომ HD 4870-ის წარმადობის მაჩვენებელი უტოლდება NVIDIA GeForce GTX 260-ის მაჩვენებელს. ცხადია, 150$-იან სეგმენტში HD 4870 უალტერნატივო რჩება. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ATI-სთვის ამ ძალიან კარგი ნაბიჯის გამო. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს. რაც შეეხება Radeon HD 4850-ს, მისი 512მბ-იანი ვერსიის ფასი დაიწევს 129$-მდე. ამ ფასში მისი კონკურენტია NVIDIA GTS 250 512 მბ-იანი ვერსია, რომლის დამარცხებაც ასევე ძალიან ადვილად შეუძლია HD 4850-ს, რომელიც თავის უფრო ძმას, HD 4870-ს მცირედ ჩამოუვარდება წარმადობით, ძირითადად GDDR3 ოპ. მეხისრებისა (GDDR5-ის მაგივრად) და ბირთვის სიხშირის შემცირების გამო. ფასდაკლებები წინასწარი ინფორმაციით ამ კვირაში უნდა შევიდეს ძალაში. რაც შეეხება კონკურენტს, Nvidia GTS250 სერიის რებრენდირებული ვიდეო დაფების წარმოდგენას გერმანიაში, ჰანოვერში მიმდინარე გამოფენა CeBIT-ზე გეგმავს. ესეც ცხრილი სადაც კონკურენტების პროდუქტებია შედარებული:
ბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 20:00:00 | Power_VANO |
|