მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Nokia 1600 თევზმა გადაყლაპა და...

დიდ ბრიტანეთში საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. როგორც გაზეთი The Sun იტყობინება, ერთი კვირის წინ ენდრიუ ჩიტლმა (Andrew Cheatle) ზღვაში თავისი მობილური ტელეფონი - Nokia 1600 დაკარგა. ტელეფონი ერთი კვირის შემდეგ მეთევზე გლენ კერლიმ (Glen Kerley) აღმოაჩინა... აპარატი 25 ფუნტიანი თევზის მუცელში იმყოფებოდა!

თუ შეჭმული Nokia 1600-ის ბედმა დაგაინტერესათ, დააჭირეთ სრულად-ს.



მეთევზემ ტელეფონიდან SIM ბარათი ამოიღო, დარეკა ენდრიუ ჩიტლის მეგობარ გოგონასთან და ყველაფერი გაარკვია. როდესაც გახარებულმა ენდრიუმ ტელეფონი დაიბრუნა, მან იგი გაწმინდა და გააშრო :) როგორც აღმოჩნდა, Nokia 1600-ს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირა წყალქვეშ, თევზის კუჭში ჰქონდა გატარებული, მაინც შეეძლო ზარების გაგზავნა/მიღება, მესიჯების სერვისის გამოყენება და ა.შ.

Nokia-ს მოყვარეულებისთვის ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა, კიდევ ერთხელ დადასტურდა Nokia-ს ტელეფონების გამძლეობის  შესახებ არსებული ლეგენდები :)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 20:18:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.