Nokia 1600 თევზმა გადაყლაპა და...
დიდ ბრიტანეთში საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. როგორც გაზეთი The Sun იტყობინება, ერთი კვირის წინ ენდრიუ ჩიტლმა (Andrew Cheatle) ზღვაში თავისი მობილური ტელეფონი - Nokia 1600 დაკარგა. ტელეფონი ერთი კვირის შემდეგ მეთევზე გლენ კერლიმ (Glen Kerley) აღმოაჩინა... აპარატი 25 ფუნტიანი თევზის მუცელში იმყოფებოდა! თუ შეჭმული Nokia 1600-ის ბედმა დაგაინტერესათ, დააჭირეთ სრულად-ს. მეთევზემ ტელეფონიდან SIM ბარათი ამოიღო, დარეკა ენდრიუ ჩიტლის მეგობარ გოგონასთან და ყველაფერი გაარკვია. როდესაც გახარებულმა ენდრიუმ ტელეფონი დაიბრუნა, მან იგი გაწმინდა და გააშრო :) როგორც აღმოჩნდა, Nokia 1600-ს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირა წყალქვეშ, თევზის კუჭში ჰქონდა გატარებული, მაინც შეეძლო ზარების გაგზავნა/მიღება, მესიჯების სერვისის გამოყენება და ა.შ. Nokia-ს მოყვარეულებისთვის ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა, კიდევ ერთხელ დადასტურდა Nokia-ს ტელეფონების გამძლეობის შესახებ არსებული ლეგენდები :) ბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 20:18:00 | Power_VANO |
|