მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
იდეალური ლეპტოპები ქალებისთვის - Intel-ისა და HP-სგან

მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერს უფრო ხშირად ალბათ, მამაკაცები ვიყენებთ, მდედრობითი სქესის კომპ. მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. მათი უმეტესობა უპირატესობას ლეპტოპებს ანიჭებს. სწორედ ამიტომ, საკმაოდ ბევრ მწარმოებელს თავის პროდუქციაში სპეციალური სპექტრი აქვს გამოყოფილი ქალებისთვის - განსაკუთრებული დიზიანის ლეპტოპები, რომლებიც მეტადაა მორგებული ქალების გემოვნებაზე. ამ საკითხით დაინტერესდნენ კორპორაციები - Intel-ი და HP და წარმოადგინეს 7 კონცეპტ დიზაინი თემაზე - „როგორი უნდა იყოს იდეალური ლეპტოპი ქალებისთვის?“ დიზაინების შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ კომპიუტერის მომხმარებელი ქალები.

წარმოგიდგენთ 3 საუკეთესო კონცეპტ-დიზაინს:


HP Perfume

HP Perfume აღჭურვილია ჩაშენებული რეზერვუარებით, რომლებშიც ოდეკოლონების ბაზისური ნაზავებია ჩასხმული. ქალს შეეძლება ინტერნეტიდან ჩამოქაჩოს "სურნელი" და ლეპტოპი წამებში დააგენერირებს მას. გარშემოც სწორედ ეს სურნელი იტრიალებს. გარეგნულად HP Perfume ფლაკონს მოგვაგონებს. დამზადებულია მინისგან. კიდეზე განლაგებულია სენსორებიანი "სუნის მფრქვეველები", რომლებთანაც ხელის მიტანისას იგი შესაბამის სურნელს გამოსცემს.

დანარჩენი ორი მოდელის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.




HP Fitness

HP Fitness შექმნილია იმ ქალებისთვის, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ გარეგნობაზე და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ. ამ ლეპტოპისთვის დამახასიათებელია ძალიან გამძლე კორპუსი, რომელსაც შეუძლია თავისი პატრონის წონას გაუძლოს :) მონიტორის უკან განთავსებულია წონის სენსორები და ელექტრონული დისპლეი - ნებისმიერ დროს შესაძლებელია საკუთარი წონის შემოწმება. კომპიუტერი ყოველი აწონვის შემდეგ ინფორმაციას ინახავს, ადგენს გრაფიკებს, აანალიზებს ინფორმაციას, ადგენს შესაბამის დიეტას წონის დასაკლებად/მოსამატებლად და საჭირო პროდუქტებს ინტერნეტ-მაღაზიაში უკვეთავს. ლეპტოპს კომპლექტში მოყვება სამაჯური HP Go, რომელიც აღრიცხავს სირბილისას, სიარულისას ან სხვა ნებიერი მოქმედებისას დახარჯული კალორიების რაოდენობას. მიღებული ინფორმაცია დეიტის კორექტირებისთვის გამოიყენება.


HP Chameleon

HP Chameleon შექმნილია სპეციალურად იმ ქალებისთვის, რომლებიც მოდას მისდევენ. ლეპტოპი იცვლის ფერს იმის მიხედვით, თუ რა ფერის ტანსაცმელი აცვია მის პატრონს. ლეპტოპის გარე მხარე დაფარულია ჯიკრო ელემენტებით, რომლებიც ისეთივე ეფექტს ქმნიან, როგორიც ქამელეონის ტყავია. 2 ჩაშენებული კამერა ასკანირებს პატრონის ტანსაცმელს, ნოუთბუქი კი შესაბამისად იქცევა - ფერს იცვლის :)

წარმოგიდგენთ დანარჩენი მოდელების სურათებს:

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება HP Nobag-იც, რომელიც სპეციალურად ისეთი ქალებისთვისაა შექმნილი, ვინც ჩანთებს "ვერ იტანენ".
ყველა მოდელის ერთად ნახვა და მათთან გაცნობა შეგიძლიათ ამ საიტზე.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 20:56:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.