COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-ი Core i7 975 Extreme Edition-ის გამოშვებას აპირებს?

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1932


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ი Core i7 975 Extreme Edition-ის გამოშვებას აპირებს?
Intel-ი Core i7 975 Extreme Edition-ის გამოშვებას აპირებს?

დღე-დღეზე მსოფლიოში უდიდესი კომპიუტერული გამოფენა CeBIT 2009 გაიხსნება, სადაც უამრავი სიახლე იქნება წარმოდგენილი. კომპინფო შეეცდება სრულად გააშუქოს აღნიშნული გამოფენა და არ გამოგვრჩეს არცერთი სიახლე, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. იქამდე კი, სანამ გამოფენა გაიხსნება, ჟურნალისტებს სხვადასხვა ინფორმაცია გამოაქვთ დარბაზებიდან. 22-ე დარბაზში განთავსებულია Intel-ის პროდუქცია, სადაც ჟურნალისტებმა ახალი პროცესორი შეამჩნიეს. როგორც ჩანს, ინტელი Core i7 975 Extreme Edition-ის პრეზენტაციას გეგმავს. სავარაუდოდ მოწყობილი იქნება შოუც ექსტრემალური გაგრილებით, სადაც ახალი პროცესორის შესაძლებლობები იქნება წარმოდგენილი.


სურათი 22-ე დარბაზიდან

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ალბათ შეამჩნიეთ წარწერა: „Introducing the new Intel Core i7 processors Extreme Edition”. ეს სწორედ ახალ პროცესორს მიუთითებს Core i7 ოჯახიდან. წინასწარი ინფორმაციით, Core i7 975 XE დამზადებულია ახალი D0 სტეპინგის ბირთვით და იმუშავებს 3.3 გჰც სიხშირეზე, რაც ოდნავ მაღალია მისი უმცროსი ძმის სიხშირეზე - 965 XE 3.2 გჰც სიხშირეზე მუშაობს.

ოთხშაბათს, ცენტრალური ევროპის დროით 9 საათზე ინტელს პრესკომფერენცია აქვს დანიშნული. ალბათ სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი დეტალები ახალი პროცესორის შესახებ.

დამატებითი სურათები:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 22:07:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.