COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » MSI Wind BOX: 500 გრამიანი ნეტტოპი

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1933


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
MSI Wind BOX: 500 გრამიანი ნეტტოპი
MSI Wind BOX: 500 გრამიანი ნეტტოპი

CeBIT 2009-ის გახსნამდე კომპანია MSI-მ წარმოადგინა ახალი ნეტტოპი - Wind BOX, რომელიც გამოირჩევა მცირე ელექტროენერგიის მომხარებით, მცირე ზომით და წონით, რომელიც მხოლოდ 500 გრამს შეადგენს.

ახალი კომპიუტერი აღჭურვილია 1.6 გჰც-იანი Intel Atom პროცესორით, 1 ან 2 გბ ოპ. მეხსიერებით, და მყარი დისკით, რომლის მოცულობაც 120, 160 ან 250 გბ იქნება. ასევე, ცნობილია, რომ Wind BOX-ს აქვს 3 USB პორტი, ქარდ-რიდერი, Wi-Fi ადაპტერი და Ethernet-დაფა.

MSI-მ განაცხადა, რომ Wind BOX-ი წარმოდგენილი იქნება CeBIT 2009-ზე, ანუ მალე მის შესახებ მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. წინასწარი ცნობებით, ახალი ნეტტოპი ბაზარზე ამ წლის პირველ კვარტალში ჩაეშვება და მისი ფასი დაახლოებით 200$ იქნება საბაზისო კომპლექტაციით.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 22:17:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.