მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Palit-ი ამზადებს Radeon HD 4850-ის GDDR5-იან ვერსიას
Palit-ი ამზადებს Radeon HD 4850-ის GDDR5-იან ვერსიას

ფრანგულენოვანი რესურსის Matbe.com-ის ინფორმაციით Palit Microsystems-ი ამზადებს პოპულარული ვიდეო დაფის, ATI Radeon HD 4850-ის ახალ ვერსიას, რომელსაც Sonic "Special Edition" დაერქმევა. რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი ვიდეო დაფა აღჭურვილი იქნება GDDR5 ოპ. მეხსიერებით, რაც სხვაობას HD 4850-სა და HD 4870-ს შორის მინიმუმამდე დაიყვანს. განსხვავება მხოლოდ ბირთვის სიხშირეში იქნება.

ცნობილია, რომ ახალ "თითქმის 4870"-ს ექნება 512 მბ GDDR5 მეხსიერება, რომელიც ბირთვს 256-ბიტიანი ინტერფეისით დაუკავშირდება. ახალ ვიდეო დაფას მეტი დენი დასჭირდება, შესაბამისად, Sonic Special Edition-ი გამოიკვებება 2 ცალი PCI-E 6-პინიანი კონექტორით. ახალი ვიდეო დაფა აღჭურვილია თითქმის ყველა არსებული კონექტორით - ციფრული DVI, HDMI, DisplayPort და ანალოგური D-Sub (VGA).

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ახალი ვიდეო დაფის გაგრილებისთვის გამოყენებული იქნება იგივე ქულერი, რაც ჩვეულებრივ Sonic ვერსიისთვისაა დამზადებული:

აღსანიშნავია, რომ ქულერი იკავებს ორი სლოტის ადგილს, საკმაოდ ეფექტური და ჩუმია.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, რა სიხშირეებზე იმუშავებს ახალი ვიდეო დაფა. შესაბამისად, ვერ შევაფასებთ მის მიახლოებით წარმადობას. თუმცა, Palit-ს მოუწევს Sonic Special Edition-ის სიხშირეები 685/2000 მჰც-სა (Radeon HD 4850 Sonic-ის სიხშირე. ბირთვი/მეხსიერება) და 750/3600 მჰც-ს (Radeon HD 4870-ის სტოკ სიხშირე) შორის, რათა კონკურენცია მისაღები იყოს კომპანიის მიერ გამოშვებულ პროდუქტებს შორის.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-03-2009, 22:25:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.