COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Microsoft Surface მთელ მსოფლიოში იყიდება!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1939


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Microsoft Surface მთელ მსოფლიოში იყიდება!
Microsoft Surface მთელ მსოფლიოში იყიდება!

CeBIT 2009-ზე კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა, რომ დღეიდან მისი ძვირფასი სენსორული მაგიდა Microsoft Surface 12-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, მათ შორისაა - აშშ, კანადა, ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ჰოლანდია, კატარი, ესპანეთი, შვედეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და დიდი ბრიტანეთი.

თვითონ Microsoft Surface - ესაა ინოვაციური კომპიუტერი ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულბრივი ჟურნალების მაგიდის ქვეშაა მოთავსებული. Microsoft Surface საშუალებას იძლევა მის დიდ სენსორულ ეკრანზე ყველაფერი ხელის შეხებით იმართოს. სისტემა რეაგირებს მასზე დადგმულ საგნებზეც კი. ჯერჯერობით, პროდუქტი განიხილება, როგორც ახალი კლიენტების მოსაზიდი პლატფორმა. მისი ძვირი ფასიდან გამომდინარე, Microsoft Surface -ის შეძენა ძირითადად მხოლოდ კომპანიებს შეუძლიათ, რომელთაც აქვთ საკმარისი ფინანსები, რათა რამდენიმე ათასი მარადმწვანე და ან ევრო "ჟურნალების მაგიდაში" გადაიხადონ. :)





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-03-2009, 21:28:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.