OCZ-მა 1ტბ-იანი SSD წარმოადგინა
Cebit 2009-ზე კომპანია OCZ-მა საკმაოდ საინტერესო SSD მოწყობილობა - Z Drive წარმოადგინა. იგი დამზადებულია 1 ტბ MLC ფლეშ მეხსიერებით და შედეგად, Z Drive საკმაოდ მაღალ სიჩქარეებს აჩვენებს. OCZ-ის განმარტებით, ახალი SSD-ს წაკითხვის სიჩქარეა 600 მბ/წმ-ია, ხოლო ჩაწერისა - 500 მბ/წმ. დრაივი იყენებს PCI-Express x8 ინტერფეისს და აღჭურვილია RAID კონტროლერითა და 256 მბ-იანი კეშ-მეხსიერებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით OCZ-ი ფასისა და ბაზარზე გამოსვლის თარიღის შესახებ დუმს, Z Drive მაინც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. OCZ მუშაობს ახალ გაგრილებსის სისტემაზე, რომელიც Z Drive-ისთვის დამზადდება. მანამდე კი შეგიძლიათ სურათებით დატკბეთ: ბეჭდვითი ვერსია | 04-03-2009, 21:39:00 | Power_VANO |
|
მმმ!! 1 ტბ-იანი საერთოდ თუ დამზადდა, ესე იგი, უბრალო მოკვდავებს მალე 256 გბ-იანები მაინც გვექნება, შედარებით იაფად .. :-)