მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
The Foundry Company საბოლოოდ ჩამოყალიბდა
The Foundry Company საბოლოოდ ჩამოყალიბდა

კომპინფოს მკითხველებისთვის უკვე ცნობილია, რომ კომპანია AMD თავისი ფაბრიკების დაქვემდებარებული The Foundry Company-ითვის გადაცემას გეგმავდა. გადაწყვეტილება აქციონერებისგან საბოლოოდ დამტკიცდა და ახალი კომპანიაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა, სახელით - Globalfoundries.

Globalfoundries-ს სათავეში ჩაუდგებიან დუგ გროუზი (Doug Grose - AMD-ს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჩიპების წარმოების საკითხებში) და ჰექტორ რუიზი (Hector Ruiz - AMD-ს ყოფილი CEO). ჰექტორ რუიზი იქნება დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელიც. ახალ კომპანიაში AMD-ს წილი 34.2%-ია, დანარჩენი კი არაბ ინვესტორებს, ATIC-ს ეკუთვნის, რომელიც აბუ-დაბიშია განთავსებული.

დასაწყისისთვის, ჩიპების დასამზადებლად გამოყენებული იქნება AMD-ს ფაბრიკა დრეზდენში (გერმანია). წლის ბოლოსთვის კი Globalfoundries-ი გეგმავს ახალი ფაბრიკის მშენებლობის დაწყებას ნიუ იორკში, რომელიც 4.2 მილიარდი მარადმწვანე დაჯდება. ახალი ფაბრიკა წარმოებას 2012 წლიდან დაიწყებს და ფოკუსირებული იქნება 32 და 28 ნმ ტექნოპროცესებზე.

Globalfoundries-ის სათაო ოფისი სანივეილშია (Sunnyvale) განთავსებული.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-03-2009, 21:54:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.