COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » ASUS Lamborghini VX5

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1942


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ASUS Lamborghini VX5
ASUS Lamborghini VX5

Cebit 2009-ზე ASUS-მა ახალი ავტომობილი წარმოადგინა, Lamborghini-ს ბრენდით. თუმცა, ცხადია, მთავარი ეს არაა. გამოფენაზე უფრო მეტი ყურადღება ახალმა ულტრა ჰაი-ენდ კლასის ლეპტოპმა ASUS Lamborghini VX5-მა მიიპყრო.

ახალი Lamborghini VX5 ლეპტოპი აგებულია Intel´s PM45+ICH9m ჩიპსეტზე და აღჭურვილია Intel-ის Core 2 Quad პროცესორით, 4GB-მდე DDR3 ოპ. მეხსიერებით, Full-HD 16"-იანი მონიტორით, Nvidia Geforce GT 130M 1GB GDDR3 ვიდეო ადაპტერით, 1TB-მდე მყარი დისკით/SSD-თი და Windows Vista Ultimate-ით.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



დიზინი, როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზეა შესრულებული. ლეპტოპის კლავიატურა სიბნელეში ავტომატურად ანათებს, რაც საკმაოდ სასიამოვნო და საჭირო ფუნქციაა. VX5 აღჭურვილი იქნება ავტომატური აჩქარების ფუნქციითაც, რომელსაც ASUS-ი twinturbo რეჟიმს უწოდებს და შესაბამისი ღილაკით აქტიურდება.

Lamborghini VX5-ის შეძენა შესაძლებელი იქნება შავ ან თეთრ ფერში. მისი ზომებია 394 x 274 x 48 მმ, იწონის 3.3 კგ-ს (6-ელემენტიანი ბატარეით). ლეპტოპის მიახლოებითი ფასი წინასწარაა ცნობილი - 2500-3000 ევრო, კონფიგურაციის შესაბამისად. გთავაზობთ დამატებით სურათებსაც:


ესეც ASUS-ის Lamborghini :-)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-03-2009, 22:04:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

"ლაპტოპი, მონაცემებით, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, მაგრამ აი ეს, მაპატიეთ და, "ყანა" დიზაინი რა იცის ხოლმე Asus-მა რა"

გეთანხმები, რაღაც ახალი ლეპტოპი არ მომეწონა მაინცდამაინც ..

ძველი კარგი იყო :-)
06-03-2009, 21:35:07 | domen

ლაპტოპი, მონაცემებით, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, მაგრამ აი ეს, მაპატიეთ და, "ყანა" დიზაინი რა იცის ხოლმე Asus-მა რა. :(

ლაპტოპი - ლაპტოპია. და ოთხკუთხედი ლამბორჯინი - ოთხკუთხედი ლამბორჯინი.

ტაკ შტო - შეეშვან ამ მაიმუნობებს და დახვეწონ ცოტა.

05-03-2009, 06:06:31 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.