მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD Phenom II X2 545 და X2 550
AMD Phenom II X2 545 და X2 550

ჯერ არ გასულა 10 დღეც კი მას შემდეგ, რაც პირველი ინფორმაცია გაჩნდა AMD-ს ახალი სერიის პროცესორების შესახებ, რომლებიც Callisto ბირთვზე იქნებიან დაფუძნებული, რომ რესურსმა HKE PC-მ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. Callisto 2-ბირთვიანი პროცესორია და იგი 4-ბირთვიანი Deneb ბირთვისგან მიიღება იმავე მეთოდით, როგორც X3 Heka, ანუ ხდება 4 ბირთვიდან ორის გათიშვა.

HKE PC-ს ინფორმაციით, მაისის შუა რიცხვებში AMD ორ პროცესორს გამოუშვებს დესკტოპ სეგმენტისათვის - Phenom II X2 545-ს და Phenom II X2 550-ს, რომელბიც Socket AM3-ისთვის იქნებიან განკუთვნილი. რაც შეეხება სიხშირეებს, იგი პირველი მოდელისთვის 3.0 გჰც იქნება, ხოლო უფრო ძმისთვის - 3.1 გჰც. თითოეულ ბირთვს ექნება 512 კბ L2 დონის ქეშ მეხსიერება და საერთო 6 მბ L3 დონის ქეშ მეხსიერება. ენერგომოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელი ორივე პროცესორისთვის 85 ვატი იქნება.

საინტერესოა, იმუშავებს თუ არა დამატებითი ბირთვების ამუშავების მექანიზმი Callisto პროცესორებზეც, როგორც ეს X3 Heka-ზე მუშაობს? პროცესორის დამზადების მეთოდი იგივეა - თუ AMD-მ ძალით არ დახურა დამატებითი ორი ბირთვი, მაშინ ვინ იცის, შეიძლება ორი ბირთვის ფასად ოთხიც მიიღოთ :)

რაც შეეხება ფასებს, ჯერჯერობით მასზე ინფორმაცია არ ვრცელდება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-03-2009, 20:16:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.