მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Core i7 920 D0 სტეპინგის პროცესორები უკვე იყიდება!
Intel Core i7 920 D0 სტეპინგის პროცესორები უკვე იყიდება!

2 მარტს კორპორაცია Intel-მა ოფიციალურად ჩაუშვა ბაზარზე Core i7 920 D0 სტეპინგის პროცესორები. როგორც ეს Core 2 Quad Q6600 G0-ის დროს მოხდა, 2007 წლის ზაფხულში, ახლაც ახალი სტეპინგის პროცესორების პოვნა რთული იქნება, რადგან მას ძველი C0/C1 სტეპინგის პროცესორის მოდელის ნომერი აქვს.

TankGuys.com-ზე (კომპ. ტექნიკის ერთ-ერთი დიდი დისტრიბუტორი) უკვე შესაძლებელია ახალი პროცესორების წინასწარ შეკვეთა სულ რაღაც 5$-ად. საბოლოო ფასი კი 319.99 ამერიკული მარადმწვანე იქნება. პროცესორები მყიდველებთან დაიგზავნება 25 მარტს, თუმცა, მაღაზიის განცხადებით,  i7 920 D0 ჩიპები მათ უკვე აქვთ საწყობში. რაც შეეხება ახალი სტეპინგის პროცესორების ოფიციალურ ფასს, იგი 284$-ს შეადგენს ერთ ერთეულზე, 1000 ცალიანი პარტიის ყიდვისას.

ასევე, უკვე გამოჩნდა ახალი პროცესორის ოვერქლოქინგის პირველი შედეგებიც. XtremeSystems.org-ის წევრმა PcCI2iminal-მა Core i7 920 D0 საინჟინრო მოდელის აჩქარების შედეგები.


ვალიდაცია

როგორც ხედავთ, მიღწეულია 4641 მჰც, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძაბვა ბირთვისთვის შეადგენდა 1.56 ვოლტს, BCLK-ს მაჩვენებელი 221-ს უტოლდებოდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. შედეგი მიღწეულია Biostar TPower X58 დედა დაფით (beta BIOS 080015), A-Data 1600MHz DDR3 და Thermalright Ultra-120 eXtreme-1366 RT-თი. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ახალი პროცესორის პირველი შედეგები საკმაოდ კარგი ჩანს. მალე ვიხილავთ სრულყოფილ ტესტირებებს და შევძლებთ რეალურად შევაფასოთ ახალი D0 სტეპინგის პროცესორების პოტენციალი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-03-2009, 20:52:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.