COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Opera v9.64

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1948


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Opera v9.64
Opera v9.64

ამ ბრაუზერს დიდი წარდგენა არ სჭირდება, უბრალოდ ვიტყვი, რომ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ გამოვიდა Opera-ს განახლებული, 0.01-ით წინ წაწეული ვერსია. სიახლეები ვერსიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, არ არის, გასწორებულია რამოდენიმე ბაგი და დამატებულია აღნიშვნის ღირსი ერთი სიახლე: DEP-ისა (Data Execution Prevention - Win XP-ის დაცვის სისტემა) და ASLR-ის (Address Space Layout Randomization - Win Vista-სა და Win 7-ის დაცვის ტექნოლოგია) მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ Opera-თი სისტემაში შეღწევა გაძნელდება, ანუ პროგრამის გამოყენება კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა.




Opera v9.64

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოტვირთვისას წააწყდებით სასიამოვნო სიახლეს - ვებ-ვერდი, თუ საქართველოში ხართ, ავტომატურად შემოგთავაზებთ ქართული მირორიდან (mirror.alva.ge) ჩამოტვირთვას.

ესეც ბმულების ნაკრები:

Opera v9.64 - ჩამოტვირთვის გვერდი

9.64 - Security Group Blog

Opera v9.64 - Changelog: Windows | LinuxUnix | Mac



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 06-03-2009, 04:00:00 | domen
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.