COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Eset NOD32

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1949


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Eset NOD32
Eset NOD32

მსოფლიოში საკმაოდ ბევრი პრემიუმ ანტივირუსული პროდუქცია არსებობს, მაგრამ საქართველოში სულ რამოდენიმეა პოპულარული ძირითადად მათზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისა და ადვილად გატეხვადობის გამო. მათგან ერთ-ერთია Eset-ის წარმოებული NOD32, რომელიც გაჩენის დღიდან გამოირჩევა სიმსუბუქით, სისწრაფით და ლიცენზიების ადვილად მოპოვების შესაძლებლობით. ანტივირმა დროთა განმავლობაში ბევრი ცვლილება განიცადა, დაიხვეწა, გაძლიერდა და აგერ v4.0-მდეც მოვიდა. შეგახსენებთ, რომ მისი ბოლო ვერსიებია v3.0.x, ანუ ეს განახლება ნამდვილად ღირს ყურადღების მიქცევად, მასში ბევრი სიახლეა თავმოყრილი.



Eset NOD32 Antivirus v4

პირველ რიგში თვალშისაცემია ცვლილება მესამე ვერსიიდან გაკომპანიისსახევებული რობოტის მდგომარეობაში - აკაკი წერეთლის პოზა სუპერმენის პოზითაა შეცვლილი (ნამდვილად, ასე უფრო ტოვებს მცველი პროგრამის შთაბეჭდილებას). ასევე, ლოგიკით "თუ GUI-ში არაფერი შეცვლილა, მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ მხარეშიც არაფერი იცვლება" გრაფიკული ცვლილებებია შეტანილი პროგრამის მთავარ ფანჯარაში, თუმცა არა ისეთი კარდინალური, როგორიც v2.7-დან v3.0-ზე გადასვლისას ვიხილეთ. ჯამში ინტერფეისი უფრო შემსუბუქებულია და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე, შეცვლილია პროგრამის ტრეიში მოთავსებული ხატულა.

Eset NOD32 Antivirus v4

დამატებულია Tools ჩანართი, რომლიდანაც ადვილად მისაწვდომია ლოგ ფაილები, კარანტინში მყოფი ფაილები, დამგეგმავი და SysInspector, რომელიც ამიერიდან პროგრამის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს (შეგახსენებთ, ის მისაწვდომი იყო ცალკე მდგომი უფასო პროგრამის სახით). აქიდანვეა შესაძლებელი საეჭვო ფაილის ლაბორატორიისთვის გაგზავნა და Rescue CD-ის შექმნა, რომელიც, როგორც ადვილი მისახვედრია, დაგეხმარებათ შექმნათ ჩამტვირთავი დისკი ან ფლეშ დრაივი, რომლიდანაც შესაძლებელი იქნება ჩატვირთვა და სისტემის გაუშვებლად კომპიუტერის სკანირება.

ძირითადი ფუნქციონალური განახლებები მოიცავს გაძლიერებულ თავდაცვას (Self-Defence), გაუმჯობესებებს Firewall და ანტი-სპამ მოდულში, გაუმჯობესებულ წმენდას, პორტატული კომპის (ლეპტოპი, ნეტბუკი და ა.შ.) მხარდაჭერას (ეს ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ პროგრამა ავტომატურად გადადებს დაგეგმილ სკანირებებს, თუ კომპი ავტონომიურ კვებაზე მუშაობს), ინფორმაციის მატარებლების გაძლიერებულ დაცვა-მეთვალყურეობას, მონიტორინგის სტატისტიკის შეგროვების ფუნქციას, Smart Optimization სისტემას (Eset-ური სახელია სწრაფი სკანირების საფირმო მეთოდისთვის) და ა.შ.

და როგორც ყოველთვის, ბმულების ნაკრები დესერტად:

Eset NOD32 Antivirus v4 & Eset Smart Security v4 (Home ვერსიები) - ჩამოტვირთვის გვერდი

Eset Smart Security v4 Changelog



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 06-03-2009, 21:11:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

საიდან გადმოვქაჩო? თვითომ NOD-ის საიტიდან გადმოწერისას მომხმარებლის სახელს და პაროლს მთხოვს. NOD-ის გასაღებების მოსაძებნი პროგრამა მაქ და ამ ვერსიაზე წავა მაგით მოძებნილი გასაღებები?
03-04-2009, 16:53:15 | Goka_710

ეჰ! კაია მარა ლიცენზიას ვადა გაუვიდა
21-03-2009, 18:21:53 | NetDevil

ჟოაო, თუ წარმოდგენაც არ გაქვს სისტემის "ბიტიანობაზე", შეგიძლია ჩათვალო, რომ 32-იანია :-) 64-იანებს მხოლოდ ეგზოტიკურ შემთხვევებში აყენებენ, ჩვეულებრივ სამომხამრებლო კომპებზე ვერ ნახავ ..
07-03-2009, 23:17:34 | domen

ხომ არ იცით, როგორ უნდა გავიგო რამდენ ბიტიანია (32 თუ 64) ჩემი ოპერაციული სისტემა? სად უნდა ვნახო?
07-03-2009, 20:31:18 | Joao Abado

Gio_kiborg
ლოოოოოლ წლის ფანპიკია! :D
07-03-2009, 19:13:42 | domen

domen
განვაახლე უკვე 4.0 მდე!
მომეწონა ინტერფეისი, უფრო ლამაზი და მისაღებია ჩEმთვის, ძველი კოდიც წავიდა, მარა ამაზე მოვკვდი სიცილით
07-03-2009, 18:15:22 | Gio_kiborg

Gio_kiborg
არა, არაფერია საჭირო, ძველს თვითონ წაშლის ინსტალაციის პროცესში და სახელს და პაროლსაც გადმოიტანს, დაინსტალირების მეტი არაფერი ჭირდება, მოკლედ :)

Plastic-6
მადლობა :)
07-03-2009, 15:07:22 | domen

მშვენიერი ნიუსია!!
ოღონდ რა მაინტერესებს, ამ ვერსიის დასაყენებლად ძველი უნდა წავშალო??
არადა რაღაც ისეთი სერიული მაქვს მთელი თვეა შეცვლა არ დასჭირვებია :(
07-03-2009, 11:05:42 | Gio_kiborg

იეს! პირველად აქედან გავიგე. უღრმესი მადლობა, დომენ. :)

გილოცავ, შენც და ყველას, ვისაც Eset-ის პროდუქტები უყვარს!

"აკაკი წერეთლის პოზა" -- რა ზუსტად გაარტყი.
07-03-2009, 01:21:19 | Plastic-6

შენ ხომ ამ ანვირირის გარეშე არ შეგილია
აი მე მაგალითად კასპერსკის ახალი საინსტალაციოც არ მაქ
ვაბშე ასეთი Antivirs sucks, დაილცოს პატარა ანტივირები :)
Avira-ზე შენი რჩევით გადავედი და ყველას ეგ ჩაუწერე, ეს არის ის ანტივირი რომელიც არ ერევა ოპერატორის ფუქციებში :)
KAV, NOD, NAV, Panda, Mcaffe Sucks!
06-03-2009, 21:27:52 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.