მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ახალი Apple Mac Pro - ძლიერი სამუშაო სადგური Nehalem პროცესორებით
ახალი Apple Mac Pro - ძლიერი სამუშაო სადგური Nehalem პროცესორებით

სულ ცოტა ხნის წინ კომპანია Apple-მა საზოგადოებას ახალი სამუშაო სადგური Mac Pro წარუდგინა. თითქოს განსაკუთრებული მოვლენა არაა, ახალი ტექნიკა ხომ თითქმის ყოველდღე გამოდის... თუმცა, ახალი Mac Pro რადიკალურად განსხვავდება ძველისგან - გამოყენებულია უახლესი პროცესორები Nehalem-ის ოჯახიდან - 4-ბირთვიანი Xeon-ები Gainestown ბირთვზე და ახალი გრაფიკული აქსელერატორი - AMD/ATI Radeon HD 4870-ის ბაზაზე.

ახალი სამუშაო სადგურები, რა თქმა უნდა სხვადასხვა კონფიგურაციით გამოდის, არჩევანი თავისუფალია - 1 პროცესორიანი (4 ბირთვი) ვერსიის ფასი 2499$-დან იწყება, 2 პროცესორიანისა (8 ბირთვი) კი - 3299$-დან. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



გაუმჯობესებულია Mac Pro-ს როგორც გარეგნული დიზაინი, ასევე ინტერიერიც. ახალი პლატფორმა საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნას 32 გბ-მდე DDR3 ოპ. მეხსიერება და 4  ტბ-მდე მოცულობის HDD/SSD დრაივები. რაც მთავარია, სისტემური კომპონენტების შეცვლა გამარტივებულია, რაც კეისის ახალი დიზაინის დამსახურებაა:

დანარჩენს სჯობს თქვენით გაეცნოთ და დატკბეთ ეფლის ახალი ქმნილებით :-)

Mac Pro-ს ოფიციალური საიტი

ახალი Mac Pro-ს ტექნიკური მახასიათებლები



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-03-2009, 13:23:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

თან დომენ, საინტერესოა საკმაოდ - ეპლმა რომ გამოფინა ტესტები, ინტელზე გადასვლისას, რომ თურმე ინტელის პროცები ყოფილა PPC-ზე სწრაფები, ეს ეპლის ფანებიც ინტელის ფანები გახდნენ :D PPC ბანძიაო :D


---------------------
როცა ეპლს ყიდულობ, იქ თავისთავად რაღაც ფასნამატს იხდი ბრენდში და დიზაინში. მაგ ფასად უფრო მძლავრი სამუშაო სადგურების აწყობა კი შეიძლება ნამდვილად :)
09-03-2009, 18:05:23 | Power_VANO

ისე, რა მახსოვს, PPC ჯობია Intel-სო, ომები რომ იმართებოდა forum.ge-ზე :) აგერ, Nehalem-ამდე მოვიდა უკვე Intel-იანი მაკები ..
08-03-2009, 16:10:59 | domen

შთამბეჭდავია, მაგრამ მაგ ფასად რა PC-ს ააწყობ??
08-03-2009, 15:34:20 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.