მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Scythe KABUTO
Scythe KABUTO

კომპანია Scythe-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი ქულერი, სახელად KABUTO. პრეზენტაცია იაპონიაში შედგა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ქულერი პირველად ჰანოვერში გამოჩნდა, CeBIT 2009-ზე.

მოდელის ინდექსია SCKBT-1000 და წარმოადგენს უნივერსალურ გადაწყვეტას Intel-ის Socket 478/LGA775/LGA1366 და AMD-ს Socket 754/939/940/AM2/AM2+/AM3-სთვის. KABUTO ახალი კონსტრუქციის მიხედვითაა აგებული - 6 სითბური მილაკი (დიამეტრი - 6 მმ) ქულერის ძირიდან სამ ნაწილად გაყოფილ ფარფლების ჯგუფში გადის. ამ კონსტრუქციას Scythe M.A.P.S.-ს (Multiple Airflow Pass-through Structure) უწოდებს. ქულერს კომპლექტში მოყვება 120 მმ-იანი ვენტილატორი KAZE-JYUNI, რომლის მაქსიმალური ბრუნთა რიცხვია 1300 და ამ დროს 74,25 კუბური ფუტი ჰაერის მიწოდებას ახერხებს ქულერისთვის. ხმაური დონე 26,5 დბ-ია. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



ასევე, აღსანიშნავია მცირე ზომის რადიატორიც, რომელიც განთავსებულია ქულერის ძირზე და დამზადებულია ალუმინისგან. Scythe KABUTO-ს ზომები 124 х 133 х 132 მმ-ს შეადგენს, ხოლო წონა 730 გრამია. ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება Scythe-ს ახალი ქმნილება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-03-2009, 22:27:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.