მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Firefox-ს ბაზრის 100% უკავია!..
Firefox-ს ბაზრის 100% უკავია!..

ინტერნეტის და მისი მომხმარებლების ზრდის ტემპების გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ ბრაუზერების ბაზარი დუღს და გადმოდუღს. IE, Opera, Firefox, Safari, Chrome, Avant, Flock ... ყველას ჰყავს თავისი რამდენიმე მილიონიანი (თუ მილიარდიანი?) "რკინის აუდიტორია", მაგრამ არცერთს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ რომელიმე კონტინენტი სრულად დაიპყრო, გარდა Firefox-ისა.



თუ ვენდობით StatCounter-ის 2009 წლის დაკვირვებების შედეგებს, ანტარქტიდაზე განთავსებული კომპების 100% Firefox-ს იყენებს ინტერნეტში გასასვლელად. ჰმმ, ძალიან ჰყვარებიათ სამეცნიერო ბაზების ადმინებს ღია კოდის პროდუქტები :-)

ანტარქტიდა Firefox-ს იყენებს

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ფეიერვერკებს Mozzila-ს სათაო ოფისიდან და ჭკვიანურ სლოგანებს "ექვსიღა დაგვრჩა!" სტილში.

ბმულების ნაკრები:

Top 5 Browsers in Antarctica from 1 Jan to 6 Mar 09 @ StatCounter Global Stats

Firefox Has Got a 100% Market Share…In Antarctica @ Mashable



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-03-2009, 23:28:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 5


გამოხმაურება

კარგი რა ანტარქტიდაზე 500 კომპი თუ იქნება სულ :D და დავიჯერო ყველა მელაკუდას ხმარობს? ალბათ ათბობს თან :D
10-03-2009, 18:01:41 | Gio_kiborg

მეც FireFox-ის მომხმარებელი ვარ :)
10-03-2009, 11:47:59 | Trains

ლოლ, ყოჩაღ FF-ს
10-03-2009, 08:59:00 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.