მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ATI FirePro 2450 - ახალი პროფესიონალური ვიდეო დაფა AMD-სგან
ATI FirePro 2450 - ახალი პროფესიონალური ვიდეო დაფა AMD-სგან

კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი გრაფიკული აქსელერატორი პროფესიონალური სამუშაო სადგურებისთვის, დესკტოპ სისტემებისა და დოკ-სადგურებისთვის. ახალი მოდელი, რომლის სახელიცაა ATI FirePro 2450, გამოირჩევა საკმაოდ დაბალი ენერგომოხმარებით. იგი საშუალოდ 18 ვატ ელ-ენერგიას მოიხმარს (მაქს. 32 ვატი, 17 ვატი - 2D ბიზნეს რეჟიმში). ახალ ვიდეო დაფას შეუძლია ერთდროულად 4 მონიტორს გადასცეს სიგნალი.

ATI FirePro 2450 აგებულია ორი GPU-ს ბაზაზე და გამოშვებულია სპეციალურად ATI FireMV სერიის ვიდეო დაფების ჩასანაცვლებლად. FirePro 2450-ს აქვს PCI Express 2.0-ის მხარდაჭერა და აღჭურვილია 512 მბ GDDR3 ოპ. მეხსიერებით. ახალ ვიდეო დაფას აქვს Microsoft Windows Vista Aero, DirectX 10, OpenGL 2.1-ის სრული მხარდაჭერა. ასევე, გვაქვს 2 VHDCI პორტი, რაც საკმარისია 4 DVI-I ან VGA მონიტორი სრულფასოვანი მუშაობისთვის.

ATI FirePro 2450 უკვე იყიდება ბაზარზე - მისი რეკომენდირებული ფასია 499$.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-03-2009, 14:38:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ხო, მაგაში მართალი ხარ, მე გეიმერის პოზიციიდან ვაფასებ
12-03-2009, 15:51:38 | Gio_kiborg

3DMAX-ში და MAYA-ში რად გინდა ფიზიკა? :)
10-03-2009, 22:39:58 | Power_VANO

კაია, კაი ფასიც აქვს, მაგრამ ATI-ს არა აქვს ფიზიკა :P
10-03-2009, 18:05:52 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.