ATI FirePro 2450 - ახალი პროფესიონალური ვიდეო დაფა AMD-სგან
კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი გრაფიკული აქსელერატორი პროფესიონალური სამუშაო სადგურებისთვის, დესკტოპ სისტემებისა და დოკ-სადგურებისთვის. ახალი მოდელი, რომლის სახელიცაა ATI FirePro 2450, გამოირჩევა საკმაოდ დაბალი ენერგომოხმარებით. იგი საშუალოდ 18 ვატ ელ-ენერგიას მოიხმარს (მაქს. 32 ვატი, 17 ვატი - 2D ბიზნეს რეჟიმში). ახალ ვიდეო დაფას შეუძლია ერთდროულად 4 მონიტორს გადასცეს სიგნალი. ATI FirePro 2450 აგებულია ორი GPU-ს ბაზაზე და გამოშვებულია სპეციალურად ATI FireMV სერიის ვიდეო დაფების ჩასანაცვლებლად. FirePro 2450-ს აქვს PCI Express 2.0-ის მხარდაჭერა და აღჭურვილია 512 მბ GDDR3 ოპ. მეხსიერებით. ახალ ვიდეო დაფას აქვს Microsoft Windows Vista Aero, DirectX 10, OpenGL 2.1-ის სრული მხარდაჭერა. ასევე, გვაქვს 2 VHDCI პორტი, რაც საკმარისია 4 DVI-I ან VGA მონიტორი სრულფასოვანი მუშაობისთვის. ATI FirePro 2450 უკვე იყიდება ბაზარზე - მისი რეკომენდირებული ფასია 499$. ბეჭდვითი ვერსია | 10-03-2009, 14:38:00 | Power_VANO |
|
ხო, მაგაში მართალი ხარ, მე გეიმერის პოზიციიდან ვაფასებ