COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » LG Arena - 1 მილიონი წინასწარი დაკვეთა

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1960


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
LG Arena - 1 მილიონი წინასწარი დაკვეთა
LG Arena - 1 მილიონი წინასწარი დაკვეთა

კომპანია LG-ს ყველაზე გაყიდვად მოდელებად Chocolate, Shine და Viewty ითვლებიან. თითოეული მათგანის ტირაჟმა 10 მლნ ერთეულს გადააჭარბა. LG Arena-ს, კომპანიის ახალ ტელეფონსაც აქვს შანსი ამ რაოდენობას მიაღწიოს. როგორც LG-ს პრესსამსახური აცხადებს, აღნიშნულ მოდელზე უკვე აქვთ 1 მილიონი ოდენობის წინასწარი დაკვეთა.

LG Arena-ს ანონსი ბარსელონაში შედგა, 2009 წლის თებერვალში, მსოფლიო GSM კონგრესზე. ტელეფონს აქვს 3"-იანი სენსორული ეკრანი 800 х 480 გარჩევადობით და აღჭურვილია სპეციალურად თითებით სამართავად მორგებულ 3D S-Class UI-თი. დანარჩენ ფუნქციებში აღსანიშნავია 5- მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა ავტოფოკუსით და ე.წ. "ვსპიშკით", 2G და 3,5G ქსელების მხარდაჭერა, Bluetooth, FM-რადიო, Wi-Fi, A-GPS, მობილური ტელევიზია, 8 გბ მეხსიერება და microSD სლოტი.

LG Arena ბაზარზე საკმაოდ მალე უნდა გამოჩნდეს, თუმცა ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით, არ ხმაურდება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-03-2009, 15:31:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.