მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Win7 მუშაობს VAIO P-ზე
Win7 მუშაობს VAIO P-ზე

ნეტბუკები (NetBook), იგივე "ინტერნეტ ტერმინალები", ანუ სუსტი, ძირითადად ელ.ფოსტის, ჩატისა და ინტერნეტში სეირნობისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ნოუთბუქები ბაზარზე გამოჩენის დღიდან ძალიან პოპუალრულები არიან. რა სუსტი და მცირე ზომისაც არ უნდა იყოს, ნეტბუკიც კომპია და თავისი ოპერაციული სისტემა სჭირდება. აქ კი MS, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან დიდი ანგარიშით აგებს ლინუქსთან.



ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ნეტბუკებმა ლინუქს სამყაროს ახალი სული შთაბერა. მოდულარულობა და მორგებადობა, რაც ამ სისტემას "გენებში აქვს", განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა სუსტი კომპისთვის განკუთვნილი ნაკლებად მომთხოვნი და მხოლოდ საჭირო კომპონენტებისგან აწყობილი სისტემა გვჭირდება,  ძველი, საყვარელი XP და, მით უმეტეს, გაბერილი Vista კი ძალიან აგებენ სპეციალურად ამ პლატფორმისთვის შექმნილ (ან ცნობილ და პლატფორმაზე მორგებულ) ლინუქსის დისტრიბუციებთან (Xandros, Ubuntu Netbook Remix, gOS და ა.შ.). არადა ნეტბუკების ბაზარი დღითიდღე იზრდება და რა გასაკვირია, რომ MS-იც მეტი და მეტი მონდომებით ცდილობს მის ხელში ჩაგდებას.

 

HP mini 1000

ამიტომ გაოცება გამოიწვია MS-ის განცხადებამ - ის არ აპირებს სპეციალიზირებული OS გამოუშვას ნეტბუკებისთვის (იხილეთ ბმულები), რადგანაც Win7 (მათი განცხადებით) თავისუფლად შეძლებს სწრაფად და მსუბუქად იმუშავოს ამ პლატფორმაზე. განცხადება ნამდვილად თამამია, თუ გავიხსენებთ Vista-ს კრახს, მაგრამ იმედისმომცემიც, თუ Win7-ის ბეტას წარმატებებს (ან Asus-ის განცხადებას, რომ მისი ნეტბუკები Win7-ზე იმუშავებენ) გავითვალისწინებთ.

Sony Vaio P running Windows 7

როგორც ყოველთვის, ახლაც გამოჩნდა ჯგუფი ენთუზიასტებისა, რომლებმაც მოახერხეს, მოვლენებისთვის გაესწროთ და კარგად ნაცნობი Win7-ის ბეტა ვერსია Sony VAIO P სერიის ნეტბუკზე დაეყენებინათ. ამჯერად ეს ხალხი ცნობილი ტექნოლოგიური ბლოგის, Engadget-ის თანამშრომლები აღმოჩნდნენ.

მათი შეფასებით, Win7 შესანიშნავად მუშაობს აღნიშნულ ნეტბუკზე, მწყობრშია თითქმის ყველა კომპონენტი (Wi-Fi-ს ჩათვლით), სისტემა სწრაფად რეაგირებს ყველა ბრძანებაზე და საერთო ჯამში, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთ მინუსად აქამდე რჩება Aero - მისი ამუშავება არ მოხერხდა.

ინფორმაცია დეტალებში შეგიძლიათ იხილოთ თავად Engadget-ზე: VAIO P, now with more Windows 7

ორიოდე ბმული დამატებით:

It's official: Microsoft won't release a netbook version of Windows 7 @ Computerworld

NetBook @ Wikipedia



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-03-2009, 19:34:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

კიბორგ, ეგრე რომ არ ფიქრობს მსოფლიო, იმიტომაა ნეტტოპების უმრავლესობა ლინუქსით რომ გამოდის :-) მე პირადად ძალიან მომეწონა სისტემის მუშაობის ხარისხი, ვნახოთ, final როგორ გაამართლებს.
12-03-2009, 19:38:29 | domen

კარგი რა რას აწვალებენ პატარას, დაიჩაბნეს? რა ჯანდაბად უნდა ნეტტოპს win7? მამაპაპური XP ყელში ამოუვა
12-03-2009, 15:53:19 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.