მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
CD 30 წლისაა!
CD 30 წლისაა!

30 წლის წინ ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენში პირველად იქნა წარმოდგენილი მოწყობილობა, რომელსაც ჩვენი უმეტესობის კომპიუტერული ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება. დიახ, 30 წლის წინ ჰოლანდიაში ჩატარდა ღონისძიება, სახელად "Optical digital audio disc demo", სადაც კომპაქტ დისკის პირველი პროტოტიპის პრეზენტაცია შედგა. თუმცა, მას 1979 წელს Pinkeltje ერქვა და არა Compact Disk-ი, და ე.წ. მუსიკალური "პლასტინკების" შემცვლელად უნდა მოვლენოდა ქვეყანას.

კომპაქტ დისკების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე თავიდან ორი კომპანია - Philips-ი და Sony ზრუნავდნენ. შედეგად, CD-მ ბაზრის უამრავი სეგმენტი დაიპყო. იგი გამოჩნდა კომპიუტერებში, თამაშების, მუსიკალურ და კინოინდუსტრიაში. 30 წლის მანძილზე მსოფლიოში ოფიციალურად გაყიდულია 240 მლრდ CD-ზე მეტი (საკმაოდ დიდი ციფრია, დამეთანხმებით ალბათ). სამწუხაროდ, ბოლო წლებში კომპაქტ დისკებმა ბაზრის დიდი ნაწილი დათმეს. მეტწილად ეს განაპირობა USB ფლეშ დრაივების გაიაფებამ და მოცულობაზე მოთხოვნის ზრდამ - სადაც CD ჩაანაცვლა DVD-მ. მიუხედავად ამისა, CD ჯერ კიდევ აქტიურად გამოიყენება და იგი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში, როგორც ადამიანის განვითარების ისტორიის ნაწილი...





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-03-2009, 23:25:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

ციტატა
და იგი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში, როგორც ადამიანის განვითარების ისტორიის ნაწილი...

ცრემლი მომდგა
მახსოვს პირველად რომ ვნახე CD-იანი panasonic-ის მაგნიტოფონი პირი დამრჩა ღია, სადღაც 95 წელს
13-03-2009, 13:56:31 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.