მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Google Voice
Google Voice

დარწმუნებული ვარ, ყველას გქონიათ შემთხვევა, როცა რაღაც მიზეზით, ვთქვათ, მაგთიდან ბილაინზე გადასვლა გინდათ, მაგრამ იმის გამო, რომ ახალი ნომრის ნაცნობ-მეგობრებში დარიგებას დიდი დრო უნდა, ვერ ახერხებთ. ასე არა მხოლოდ საქართველოში ხდება, ამიტომ 2005 წელს დაარსდა კომპანია GrandCentral, რომელიც საშუალებას იძლეოდა, ერთ უნიციფირებულ ნომერზე რამდენიმე მიბმულიყო და მასზე შემოსული ზარები მიბმულ ნომრებზე მისამართდებოდა, ანუ შესაძლებელი იყო ოპერატორის ისე შეცვლა, რომ ნომერი არ შეცვლილიყო. სერვისმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ კომპანია 2007 წელს Google-მა იყიდა (95 მილიონ დოლარად!) და თითქოს გააქრო. GrandCentral-ის მომხმარებლებს ანგარიშები გაეყინათ, კომპანიისგან კი საერთოდ არაფერი ისმოდა. მაგრამ ინვესტიცია, მით უმეტეს თუ ის გუგლისგანაა და 95 მილიონი დოლარის ღირებულების, უკვალოდ არ ქრება - სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ წარმოადგინა GrandCentral-ის საფუძველზე შექმნილი ახალი სერვისი - Google Voice.



Google Voice Inbox

იდეა მარტივია, დარეგისტრირდებულ მომხმარებელს ეძლევა Google Number, ანუ ჩვეულებრივი სატელეფონო ნომერი გუგლისგან, რომელზე დარეკვაც ჩვეულებრივად შეიძლება (აშშ-ს კოდით). ეს ნომერი გამოიყენება ყველა დანარჩენის გასაერთიანებლად. თუმცაღა გაერთიანება მხოლოდ ცალმხრივია, ანუ თქვენთან დასაკავშირებლად შესაძლებელია თქვენს გუგლის ნომერზე დარეკვა, მაგრამ თქვენი გუგლის ნომრით პირდაპირ ვერავის დაუკავშირდებით. საჭიროა, ჯერ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონიდან დარეკოთ თქვენს გუგლის ნომერზე, შემდეგ კი ინტერაქტიულ რეჟიმში აკრიფოთ ნომერი, რომელსაც სერვისი გუგლის ნომრის გავლით დაგაკავშირებთ.

ჩამოვთვალოთ მისი შესაძლებლობები:

  • ყველაზე თვალშისაცემი და ბუნებრივი - ყველაფერი იმართება Gmail-ის მსგავსი ვებ-ინტერფეისიდან, მომხმარებელს სრული ავტონომია აქვს თავისი პარამეტრების ცვილიებისას, უშუალოდ კომპანიის ჩარევა არაფერშია საჭირო;
  • შესაძლებელია ზარების, SMS-ის და ხმოვანი ფოსტის დამისამართება;
  • შესაძლებელია ზარების დამისამართება დამრეკავის მიხედვით, ანუ, მაგალითად, თქვენი სახლიდან მოსული ზარი დამისამართდება Voice-ზე მიბმულ პირველ ნომერზე, სამსახურიდან შემოსული ზარი კი - მეორე ნომერზე. მხარდაჭერილია მომხმარებელთა ჯგუფების შექმნა და მათთვის ერთნაირი დამისამართების პარამეტრების დაყენება;
  • ძალიან საინტერესო ფუნქცია - მისაწვდომია ხმოვანი ფოსტის ტექსტურ ფორმატში კონვერტაცია (როგორც სურათზე ჩანს). ანუ, შესაძლებელი ხდება ხმოვანი შეტყობინებების ჩვეულებრივად ძიება;
  • მხარდაჭერილია მაქსიმუმ ოთხმომხარებლიანი კონფერენცია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ Voice მხოლოდ ცალმხრივად აერთიანებს თქვენს ნომრებს, ზარის მიმდინარეობისას მომხმარებლებს თქვენ თვითონ ვერ დაამატებთ, საჭიროა მათ დაგირეკონ;
  • შესაძლებელია ზარების ჩაწერა და შემდეგ ვებ-ინტერფეისიდან მოსმენა ან გადმოწერა, თუმცა ზარის ჩაწერის დაწყებისას ირთვება ავტომოპასუხე ტექსტით "Call Recording On", რაც თქვეთან მოსაუბრეებსაც აფრთხილებს, რომ ზარი იწერება;
  • შესაძლებელია ამერიკულ ნომრებზე უფასოდ დარეკვა(!);
  • საერთაშორისო ზარები ძალიან იაფი ღირს;
  • შესაძლებელია მიმდინარე ზარის სხვა მიბმულ ნომერზე გადატანა;
  • გამომდინარე იქიდან, რომ თქვენს მობილურ ტელეფონზე გუგლის ნომრის გავლით შემოსული ზარი ჩანს, როგორც ზარი თქვენი გუგლის ნომრიდან, შესაძლებელია ზარის მიღებამდე გაიგოთ, თუ ვინ გირეკავთ და ამის მიხედვით უპასუხოთ ზარს, გაუგზავნოთ დამრეკავს ავტომოპასუხის შეტყობინება ან უბრალოდ გათიშოთ.

და რაც მთავარია - განსხვავებით GrandCentral-ის მომსახურებისგან, Voice-ით სარგებლობა აბსოლუტურად უფასოა! როგორც ხედავთ, გუგლი საეჭვოდ დიდ გულისხმიერებას იჩენს, სერვისს ამ მომენტში მისთვის მხოლოდ ზარალი მოაქვს. ვნახოთ, რა მოდელს შემოგვთავაზებს კომპანია მომავალში.

როგორც ხედავთ, კომპანია ძალიან სერიოზულადაა დაინტერესებული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე შესვლით და თუ გადავხედავთ მის მიერ გაწეულ სამუშაოს, მოსალოდნელია, რომ მალე Google ამ სფეროში დომინანტად მოგვევლინება.

ჯერჯერობით სერვისით სარგებლობა მხოლოდ GrandCentral-ის ძველ მომხმარებლებს შეუძლიათ, გუგლის სიტყვებით, სერვისი ფართო აუდიტორიისთვის "რამოდენიმე კვირაში" გაიხსნება.

ბმულების ნაკრები:

Google Voice @ Google

Google Voice Features @ Google

Moving to Google Voice! @ Google Voice Blog



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 14-03-2009, 19:11:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.