მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Opera Turbo
Opera Turbo
Opera Software საქართველოში კარგადაა ცნობილი თავისი ბრაუზერის დესკტოპ ვერსიით, მაგრამ მსოფლიოში მას უფრო მეტად Opera Mini-ს შემქმნელად იცნობენ და კომპანიაც თავს არ ზოგავს, რომ ამ მიმართულებით სიახლეები შემოგვთავაზოს ხოლმე. Opera Mini-ს მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში სერვერების პარკები ემსახურებიან: მომხმარებლის მოთხოვნილი გვერდი ჯერ ამ სერვერებში გადის კომპრესირებას და მობილური დისპლეისთვის ოპტიმიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ეგზავნება მომხმარებელს, რითაც ამ უკანასკნელის ტრაფიკიც იზოგება და, შესაბამისად, ჯიბეც. მაგრამ დაბალი სიჩქარეები დესკტოპ მომხმარებლებსაც გვაწუხებს და ხანდახან ვებ-გვერდების კომპრესირებულ ვარიანტში მიღებაზეც არ ვიტყოდით უარს (მაგალითად, მობილური ინტერნეტით ან ნებისმიერი სხვა სერვისით სარგებლობისას, სადაც გადასახდელი თანხა დახარჯული ტრაფიკის მიხედვით განისაზღვრება). ამ ყველაფერზე Opera-შიც იფიქრეს და წარმოგიდგენთ Opera v10-ის ახალ ალფა ბილდს Opera Turbo-ს მხარდაჭერით.


Opera v10 alpha Opera Turbo-თი

ტექნოლოგიის იდეა შემდეგია: მომხმარებლის მოთხოვნა იგზავნება ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მყოფ სერვერების პარკში, სერვერი ჩამოტვირთავს თქვენს მოთხოვნილ გვერდს და გამოგიგზავნით მას კომპრესირებულ ვარიანტში, რაც ნიშნავს იმას, რომ ვებ-გვერდის სურათები ცუდი ხარისხით იქნება წარმოდგენილი, ფლეშ ობიექტები კი საერთოდ არ ჩამოიტვირთება, სანამ სპეციალურად არ მოითხოვთ ამას (ანუ დააჭერთ ფლეშ ობიექტისთვის განკუთვნილ ადგილს), სამაგიეროდ კი ტრაფიკიც იზოგება და გვერდს უფრო სწრაფადაც იღებთ. ტექნოლოგია განსხვავდება Opera Mini-ში გამოყენებული ტექნოლოგიისგან - თუ Opera Mini-სთვის გასაგზავნ გვერდს სერვერი სპეციალურ ენაზე (OBML - Opera Binary Markup Language) აკონვერტირებს, Opera Turbo უბრალოდ კომპრესირებას უკეთებს გვერდს, ანუ გვერდში ობიექტების განლაგება არ იცვლება. Opera Turbo-სთვის ცალკე სერვერები იქნება გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის პირადულობის დასაცავად Opera Turbo არ მუშაობს https გვერდებზე.

ახალ, ტექნოლოგიის გასატესტად გამოშვებულ ბილდს დაბლა მარჯვენა კუთხეში აქვს გამოყოფილი ღილაკი Opera Turbo-ს ჩასართავად/გამოსართავად. აქტიურ რეჟიმში ღილაკზე თაგვის გაჩერებისას გამოისახება სისწრაფის კოეფიციენტი (არც ისე სანდო, აქვე უნდა ითქვას) და დაზოგილი მეგაბაიტების რაოდენობა.

Opera Turbo მომავალში Opera-ს დეკსტოპ ბრაუზერების სერიის განუყოფელი ნაწილი გახდება, ამჟამად კი სატესტო, დროში შეზღუდულ რეჟიმშია გაშვებული, ასე რომ, გატესტვის მსურველებმა იჩქარეთ და მოასწარით, სანამ გაითიშება.

პირადი შეფასებით, Opera Turbo საკმაოდ აჩქარებს ბრაუზინგს გლობალზე, მაგრამ ლოკალზე ჯობია გათიშოთ :-) ასევე, სრული სურათის მისაღებად Opera Software გვირჩევს გამოვიყენოთ ტრაფიკის შემზღუდავი (მაგალითად, NetLimiter) და გავტესტოთ პროდუქტი 100kpbs-ზე ნელ შეერთებებზე (თუმცა უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურად შეზღუდვა საჭირო არ იქნება, ჩვენი მონოპოლისტი ინტერნეტ პროვაიდერის დამსახურებით, ეს შეზღუდვა მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ისედაც აქვთ).

ბმულების ნაკრები:

Opera 10 Preview with Opera Turbo - ჩამოსატვირთი გვერდი (Windows ვერსია | LinuxUnix ვერსიები | Mac OS ვერსია)

Opera Turbo Labs release @ Opera Desktop Team Blog

Opera Turbo now available for testing @ Opera Labs



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-03-2009, 20:39:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

fashisti, კი გაითიშება ცოტა ხანში, ჯერჯერობით უბრალოდ ტესტავენ სისტემას და იმიტომ :) Opera 10-ის გამოსვლისას ისევ ჩაირთვება, რა თქმა უნდა.
25-03-2009, 21:55:06 | domen

ამჟამად კი სატესტო, დროში შეზღუდულ რეჟიმშია გაშვებული, ასე რომ, გატესტვის მსურველებმა იჩქარეთ და მოასწარით, სანამ გაითიშება.

ესეიგი ამ ტურბოს გათიშავენ? და შეზღუდულ რეჟიმში რას გულისხმობ?
20-03-2009, 05:24:27 | fashisti

Excellent! ყოველთვის მინდოდა, PC-ზეც მქონოდა კომპრესირების საშუალება. განსაკუთრებით, როცა საკუთარ მობილურს ვუერთებ კომპს :)

აქამდე Traffic Compressor-ს ვიყენებდი, მაგრამ ეს სჯობს :) Traffic Compressor-ის უფასო ვარიანტში რიგებია, გრძეეეელი რიგები...
15-03-2009, 20:55:30 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.