მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Firefox v3.1 Beta 3
Firefox v3.1 Beta 3

Mozilla-ს გადაწყვეტილებით Beta 4 კოდური სახელით Shiretoko ახალი 3,5 ვერსიის ნომრით გამოვა, რამაც ხაზი უნდა გაუსვას მასში მომხდარი ცვლილებების მნიშვნელობას. ასე იყო მელიას პირველი ვერსიიდან 1,5-ზე გადასვლისასაც. ცვლილებები მართლაც მნიშვნელოვანია. ისინი უმთავრესად გამოიხატება უახლეს ჯავასკრიფტების ძრავაში, სახელწოდებით TraceMonkey. Firefox 3.5 Beta 4-ის გამოსვლა აპრილის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, მანამდე კი 3.1 Beta 3 უკვე აქაა.



3.1 განშტოების ოფიციალური პრეზენტაცია

TraceMonkey ეხმარება ჯავა და AJAX სკრიფტულ ენებში შესრულებულ ვებ სერვისებს იმუშაონ შეუდარებლად სწრაფად, ეს საუკეთესოდ გამოიხატება Web 2.0 თაობის სერვისებიში, როგორიცაა თქვენი საყვარელი Gmail, Yahoo, MSN/Live და სხვა, ქვემოთ მოყვანილია ახალი ჯავასკრიფტების ძრავის შედარებითი ანალიზი ცნობილი ბენჩმარკების (ანუ წარმადობის ანალიზატორების) გამოყენებით

წყარო: Brendan's Roadmap Updates.

გრაფაზე Firefox 3.1-ის პირველი ბეტას (ხაკის ფერი) ბენჩმარკები შედარებულია მის უშუალო წინამორბედ, ბოლო სტაბილურ 3.0-ის (მუქ მწვანე) ტესტირებების შედეგებთან. წარმადობის ზრდა მართლაც დიდია. ინტერნეტში უკვე მრავლადაა მისაწვდომი ბოლო მელიას შედარებითი ტესტები სხვა ბროუზერებთან (ბათ შორის Opera-სა და IE8-ს უახლეს ბეტებთან), მაგრამ ავტორი გამიზნულად იკავებს მათი გამოქვეყნებისგან თავს.

რაც შეეხება 3.1 სერიის ბოლო ბეტას, მასში წინასგან განსხვავებით ცვლილებები მხოლოდ პლასტიკურია. იგრძნობა ტენდენცია უშუალო კონკურენტ Opera-ს ყველაზე მოსახერხებელი შესაძლებლობების გადმოღებისა. ზოგადად, ცეცხლოვანი მელიას მომავალი 3.5 ვერსია ბროუზერის ყველა მომხმარებლისთვის სასიამოვნო აფგრეიდი იქნება.

Firefox 3.1 Beta 3-ის ჩაოტვირთვა ახლავეა შესაძლებელი, ყველა პოპულარულ პლატფორმაზე:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-03-2009, 01:13:00 | gearge
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 5


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.