iPhone OS 3.0
Apple iPhone-მა გამოშვების დღიდან უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, გვახსოვს მის შესაძენად Apple Store-ებთან და AT&T-ს ოფისებთან ორი დღით ადრე დაკავებული რიგები, ზე-პოზიტიური განხილვები და ბუმი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. დღესაც, iPhone სმარტფონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ტელეფონია. პარადოქსია, მაგრამ მოწყობილობას ისეთი საბაზისო და "ყველას უნდა ჰქონდეს" ფუნქციები არ გააჩნია, როგორიცაა, მაგალითად, Copy-Paste ფუნქციონალობა, MMS, ხმოვანი ბრძანებები და ა.შ. და რაც Apple-მა გამოაცხადა, რომ 17 მარტს iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის 3.0 ვერსიას წარმოადგენდა, ინტერნეტში მრავალი სასურველი ახალი შესაძლებლობებს სია გაჩნდა, მიმდინარეობდა დისკუსიები და სჯა-ბაასი, რა ექნებოდა და რა არა ახალ ვერსიას. ვნახოთ, რა მოგვიტანა მან.
პირველ რიგში, გვაქვს Cut/Copy/Paste ტქენოლოგიის მხარდაჭერა და შესანიშნავად რეალიზებულიც. ტექსტის მონიშვნა მასზე თითის დაჭერით და გასრიალებით შეიძლება, ხოლო ბოლო Copy-Paste ბრძანების გასაუქმებლად (Undo) უბრალოდ ტელეფონის შენჯღრევაა საჭირო, Copy-Paste მოქმედებს სურათებზეც. დაემატა MMS-ის მხარდაჭერაც და მრავალი SMS-ის ერთდროულად დაფორვარდების და წაშლის შესაძლებლობა; ბოლოს და ბოლოს, მოვიდა Push Notification სისტემაც, თუმცა რაღაც გაუგებარი განცხადებების ფონზე უარყოფილი იქნა Multitasking (იმ მიზეზით, რომ "ეს მომხმარებლისთვის არაა კარგი"); დაემატა Landscape რეჟიმის და შესაბამისი განლაგების კლავიატურის მხარდაჭერა "ყველა საკვანძო აპლიკაციაში" (მაგრამ არა ყველა აპლიკაციაში); როგორც იქნა, გაჩნდა მთელ ტელეფონში ძიების ფუნქცია და მაკური ანალოგის სახელი - Spotlight - მემკვიდრეობით ირგუნა; დამატებულია Bluetooth-ის სრული მხარდაჭერა A2DP-ს ჩათვლით; და "კიდევ 100-მდე ახალი შესაძლებლობა", როგორც ითქვა პრეზენტაციაზე, მაგრამ თუ რა იმალება ამ ფრაზით შექმნილი ფარდის უკან, ჯერ არავინ იცის. რაღა თქმა უნდა იმას, რომ ყველა განახლება Apple-ისეულ დახვეწილ სტილშია შესრულებული.
iPhone 3.0-ის დეველოპერული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, მომხმარებლებს კი ზაფხულამდე, ივნისამდე დაცდა მოუწევთ. განახლება მისაწვდომი იქნება ორივე, iPhone-ისა და iPhone 3G-ს მფლობელთათვის, თუმცა, აპარატურული შეზღუდვების გამო, iPhone-ზე რამოდენიმე სიახლის გამოყენება შეუძლებელი იქნება (მაგალითად, A2DP და MMS).
ცვლილებების სრული სია და მიმოხილვები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულებზე.
ბმულების ნაკრები:
[ფოტო გალერეა] Gallery and Initial Impressions: iPhone OS 3.0 @ TechCrunch
[მიმოხილვა] Our iPhone 3.0 Scorecard @ MacWorld
[ვიდეო მიმოხილვა] Video: iPhone OS 3.0 walkthrough @ Engadget
[ლოგი] Live from Apple's iPhone OS 3.0 preview event @ Engadget
ბეჭდვითი ვერსია | 18-03-2009, 22:18:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
HDTV-ს ამატებენ და მულტიტასკინგი არაო?